რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ხერსონში დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინას ეწვია.
როგორც TASS წერს, პუტინი ხერსონში ვერტმფრენით ჩავიდა, რის შემდეგაც მაღალი გამავლობის მანქანით შტაბ-ბინაში გაემგზავრა. მას დნეპრის ჯარების ჯგუფის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ოლეგ მაკარევიჩი დახვდა, რომელმაც აცნობა, რომ ჯგუფი „დაცვას ახორციელებს ბრძანების შესაბამისად".
„ჯანმრთელობას გისურვებთ", - დასძინა მაკარევიჩმა, რის შემდეგაც პუტინი მას ხელის ჩამორთმევით მიესალმა.
მოგზაურობისას პუტინს ეცვა მუქი პიჯაკი, ოფიციალური შავი კოსტიუმი, თეთრი პერანგი და მუქი ჰალსტუხი.
რუსეთის პრეზიდენტმა მოხსენების დაწყება ხერსონში, შემდეგ ზაპოროჟიეს მიმართულებით ვითარებით ითხოვა. რის შემდეგაც მან საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის მიმართა.
„ვიცი, რომ გენერალური შტაბის უფროსისა და თავდაცვის მინისტრის სახელით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ფრონტის ხაზზე, ძალიან დეტალური ანგარიში გააკეთა“, - აღნიშნა პუტინმა.
მანვე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა მაღალი შეფასება მისცა მოხსენებას.
პუტინმა სამხედროებს აღდგომაც მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტმა მათ ხატის ასლი გადასცა, რომელიც, როგორც პუტინმა აღნიშნა, „რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თავდაცვის მინისტრს“ ეკუთვნოდა.
ვიზიტის დასასრულს პუტინმა კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი სამხედრო ლიდერს და მის თანმხლებ სამხედროებს.
როგორც რუსული მედია წერს, ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ოკუპირებულ ხერსონში.
„ბოლოს პუტინი რუსეთის ფედერაციის ახლად მიტაცებულ რეგიონებში 19 მარტს იმყოფებოდა, როცა ის მარიუპოლში ჩავიდა.
პარალელურად, პუტინი ასევე ეწვია დონის როსტოვს, სადაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის შტაბ-ბინაში შეხვედრა გამართა და სამხედრო ლიდერებისგან მოხსენებები მოისმინა“, - წერს რუსული მედია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი