USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Wizz Air-ი ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა

Wizz Air-ი ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა

2023-06-26 11:00:14

Wizz Air-ი, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია, ზედიზედ მესამე წელია, რაც ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად სახელდება World Finance Sustainability Awards-ზე.

World Finance-მა განსაკუთრებით გამოყო Wizz Air-ის მდგრადობის სტრატეგია და კომპანიის პასუხისმგებლობა, შეამციროს გამონაბოლქვის ინტენსივობა 25%-ით ათწლეულის ბოლომდე. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს ავიაკომპანიის მუდმივი ინვესტიციები უახლეს ტექნოლოგიებში, თვითმფრინავების ფლოტის განახლებაში, მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) კვლევებსა და განვითარებაში.

Wizz Air-მა ერთი ფისკალური წლის განმავლობაში ნახშირბადის ყველაზე დაბალ ინტენსივობას მიაღწია, რაც 53,8 გრამს შეადგენს ერთ მგზავრზე/კმ-ზე. ამ მიზნის მისაღწევად, ავიაკომპანიამ დიდი ინვესტიცია ჩადო ძველი თვითმფრინავების ახალი Airbus A321neo-ით ჩანაცვლებით, რომელიც მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სარგებელს, ხმაურის შემცირებასა და საწვავის დაზოგვის გარანტიას გვთავაზობს. ახალი "ნეო" ტექნოლოგიის Airbus A320-ის ოჯახის თვითმფრინავების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა Wizz Air-ის ფლოტის 50%-ს.

Wizz Air-მა ასევე შეიმუშავა მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) სტრატეგია, რომელიც მოიცავს მომწოდებლებთან სამომავლო ხელშეკრულებების უზრუნველყოფას და უკვე თანამშრომლობს Mabanaft, Neste, OMV და Cepsa-სთან. 2023 წლის აპრილში Wizz Air-მა გამოაცხადა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ინვესტიცია ბიოსაწვავის კომპანიაში, Firefly Green Fuels-ში, რათა მხარი დაეჭირა SAF-ის განვითარებისთვის დიდ ბრიტანეთში.

„ჩვენთვის დიდი პატივია საავიაციო ინდუსტრიაში მდგრადი პრაქტიკისადმი ჩვენი ურყევი ერთგულებისთვის მივიღოთ აღიარება World Finance-ისგან. Wizz Air-ში ჩვენ მთელი გულით ვართ მიმართულები მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკების დანერგვისკენ და ნახშირბადის გამონაბოლქვის ინტენსივობის შემცირებისკენ. ჩვენ დავნერგეთ სტრატეგიული ინიციატივები, მათ შორის ინვესტიციები უახლეს თვითმფრინავებში, ალტერნატიული საწვავის ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და წყალბადზე მომუშავე ნულოვანი ემისიის თვითმფრინავების პოტენციალის კვლევაში. ეს ჯილდო არის ჩვენი WIZZ გუნდის შრომისმოყვარეობისა და თავდადების აღიარება, გუნდის, რომლის წევრებიც არიან ერთგულნი გარემოსდაცვითი ინიციატივების მიმართ, რათა დავრჩეთ ინდუსტრიის ლიდერები ავიაციის სექტორში“, - აცხადებს Wizz Air-ის გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მმართველობის ოფიცერი ივონ მოინიჰანი.

„მდგრადობის მიმართ ვალდებულება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პლანეტის მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა Wizz Air-ის მიღწევებმა, Wizz გახდა ბაზრის ლიდერი ავიაკომპანია, რომელიც უახლეს ტექნოლოგიებში მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს და იღებს პასუხისმგებლობას მეტად შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვის მაჩვენებელი თითო მგზავრზე, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითმფრინავების ფლოტით, რომელსაც აქვს CO2-ის ინტენსივობის სტაბილურად ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ევროპაში“, - აღნიშნა World Finance-ის სპეციალური პროექტების ხელმძღვანელმა მონიკა ვოიჩიკიმ.

Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანია” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები