არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi ზრდის ფრენის სიხშირეს საქართველოს მიმართულებით.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან, აბუ დაბი - ქუთაისი - აბუ დაბის მიმართულებით დაამატებს კვირაში 2 სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 9 სიხშირით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Wizz Air Abu Dhabi-ის გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება