2021 წლის სექტემბრიდან ამოქმედებული სახელმწიფო სუბსიდიის მიუხედავად 2022 წელს იპოთეკური სესხების ყოველთვიური გაცემები ძირითადად უფრო ნაკლებია ვიდრე წინა წლის შესაბამის პერიოდში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„ამაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: 1. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები ყველა ვალუტაში, სუბსიდირობის პირობებს კი ბევრი მსესხებელი ვერ აკმაყოფილებს; 2. გამკაცრებული სესხის დამტკიცების პირობები უცხოურ ვალუტაში; 3. ფასების მაღალი ზრდა დოლარში (გზავნილის მიმღებთათვის ეს უარყოფითად მოქმედებს ლარის გამყარებასთან ერთად); 4. მაღალი ინფლაციის ფონზე სესხების მომსახურებისთვის და უძრავი. ქონების საყიდლად განკუთვნილი თანხის პროპორციული შემცირება მომხმარებელთა დოვლათში/შემოსავალში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
სებ-ის მიმოხოლვის თანახმად, ოქტომბრის მდგომარეობით იპოთეკური სესხების (რემონტის მიზნობრიობის გარდა) პორტფელის მოცულობა 8,6 მილიარდ ლარს შეადგენს;
2017-2020 წლებში ლარის გაცვლითი კურსი USD/EUR-სთან დადებით როლს თამაშობდა ლარში გამოსახულ პორტფელის ზრდაში, 2021 წლის მეორე ნახევრიდან კი ლარის გამყარებამ პორტფელის რეალური ზრდის შენელება გამოიწვია.
კერძოდ, პორტფელის დინამიკაში კურსის დაფიქსირებით პორტფელის ზრდა სტაბილურია 13%-ის მიდამოებში, ხოლო კურსის ფიქსირების გარეშე ზრდის ტემპი კლებადია და ის 15%-დან 3%-მდე მცირდება;
„მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ისეთი პროციკლური სექტორების მოთხოვნის ანალიზისას, როგორიც უძრავი ქონებაა. ინდექსი პრეპანდემიულ ნიშნულს ჯერ არ გატოლებია. სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია მისი გაუმჯობესება, რაც უძრავი ქონების მოთხოვნაზე დადებით ეფექტს მოახდენს“, - ნათქვამია მიმოხილვაში;
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი