USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობით თბილისში გორგიას ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა

USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობით თბილისში გორგიას ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა

2024-05-27 16:00:00

USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობით თბილისში „გორგიას ხელოსანთა აკადემიის“ ტრენინგ ცენტრი გაიხსნა და მსურველებს 2 თვიან სასწავლო კურსს სთავაზობს. 

ცენტრის გახსნას USAID-ის  პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ხელმძღვანელი დევიდ ბლოდი, პროფესიული უნარების სააგენტოს ზრდასრულთა განათლების მიმართულების მენეჯერი ანა შენგელია, ესპანური ბრენდის „ელბარკოს“ გაყიდვების ხელმძღვანელი ქრისტინა კატან აგილეია, „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გურული დაესწრნენ.

თბილისის გარდა ანალოგიური ტრენინგ ცენტრის გახსნა იგეგმება ასევე  ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში.

გორგიას ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრის პედაგოგების გადამზადებაზე და მათი კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებაზე დარგის ევროპელმა სპეციალისტებმა იზრუნეს, რომელთაც საკუთარ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება მოახდინეს.

USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას ხელოსანთა აკადემიაში“ დაინტერესებული პირები შეისწავლიან: 

1.    სანტექნიკას
2.    კაფელ-მეტლახის დაგებას
3.    თაბაშირ-მუყაოს სამუშაოებს
4.    იატაკის დაგებას
5.    კარ-ფანჯრების მონტაჟს
6.    სახურავის მონტაჟს

აკადემიის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მომავალში დასაქმდებიან „გორგიას“ პარტნიორ კომპანიებში. 

აღნიშნული პროექტი მხარს დაუჭერს სამშენებლო სექტორს და ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას. 

„მოხარული ვართ, რომ USAID-ის მხარდაჭერით საშუალება მოგვეცა, ხელოსნების აკადემია განვავითაროთ. „გორგია“ წლებია  ხელოსნებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსს ატარებს და ამ კურსების განვითარება საგანმანათლებლო პროგრამებად, საშუალებას მოგვცემს უფრო კვალიფიციური ხელოსნები მოვამზადოთ და მათ თანამედროვე მიდგომები სამშენებლო-სარემონტო ინდუსტრიას გავუზიაროთ. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მომწოდებლების  

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, სტამბოლსა და სოფიაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო და სარემონტო მასალების ბიზნესს ახორციელებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები