„თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო ვაჭრობას ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს.
კომპანიის პრიორიტეტი, გეოგრაფიულ განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს უმსხვილეს და წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის გაღრმავება. „თეგეტა“ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა -MAZDA, VOLVO, PORSCHE, TOYOTA, GEELY ... ასევე, ქვეყანაში 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია - მათ შორისარის MOTUL, MOBIL, SHELL და სხვა. სპეც ტექნიკის მიმართულებით კი ჰოლდინგის პარტნიორებიარიან: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. ძირითადი საქმიანობის გარდა, „თეგეტა“ რეგიონში ცოდნის ექსპორტსაც ახორციელებს. ამის დასტურია 50 საერთაშორისო ტრენინგი, რომლებსაც „თეგეტა აკადემიამ“ გასულ წელს უმასპინძლა.
საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო მეტად განვითარება კომპანიის სტრატეგიულპრიორიტეტებშია. ამ გეგმის რეალიზაციის პროცესში 2024 წლის დასაწყისი განსაკუთრებითმნიშვნელოვანი იყო. იანვრიდან „თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალურიწარმომადგენელი გახდა. ფრანგული ბრენდის პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია როგორცკომპანიის წარმომადგენლობაში, ისე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით.
„თეგეტა“ MOTUL-ს საქართველოში 2010 წლიდან წარმოადგენს და მსუბუქი ავტომობილებისმიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს. 2021 წელს კომპანიამ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში - 400 ტონა, გასული წელი კი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა და 2023 წელსსაქართველოში „მოტულის“ დაახლოებით 600 ტონამდე ზეთი გაიყიდა. გეოგრაფიული არეალისგაფართოება და რეგიონის ბაზრებზე შესვლა სწორედ ამ წარმატებული და შედეგიანითანამშრომლობის გაგრძელებაა. სამომავლოდ კომპანია ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებასგეგმავს - სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრების მიმართულებით.
მანამდე კი „თეგეტამ“ უზბეკეთში უკვეხელმისაწვდომი გახადა ამერიკული ბრენდი Mobil. ბაზარზე უკვე შეტანილია Mobil-ის 70 დასახელების პროდუქტი, მომდევნო წლისთვის კი ასორტიმენტის გაორმაგებაა დაგეგმილი. გეგმააქაც ამბიციურია - კომპანია 3-4 წლის პერსპექტივაში Mobil-ის 7-8 მილიონი ლიტრი პროდუქტისრეალიზაციასა და უზბეკეთის ბაზრის სრულად დაფარვას აპირებს.
35-მილიონიანი უზბეკეთი, რომელიც სწრაფად მზარდია წარმოების მიმართულებით და ასევესწრაფად ვითარდება ინდუსტრიული კუთხითაც, თავისთავად საინტერესო ბაზარია ნებისმიერიდიდი ბრენდისთვის. თუმცა Mobil-ისთვის, ისევე, როგორც „თეგეტასთვის“, ამა თუ იმ ქვეყანაშიშესასვლელად მხოლოდ ბაზრის სიდიდე საკმარისი პირობა არ არის. გადაწყვეტილებას რამდენიმეფაქტორი განაპირობებს: ეკონომიკური განვითარების ტემპი, საბანკო სისტემა, კორუფციის ინდექსი, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობები და თავისუფლების ინდექსი. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად განვითარებულია ქვეყანაში საავტომობილო სფერო და ის ინდუსტრიები, რომლებშიც„მობილის“ საცხებ-საპოხი საშუალებები გამოიყენება.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „კავკასიის შემდეგჩვენი განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებში რამდენიმე მიზანს აერთიანებს. გარდაიმისა, რომ უზბეკეთის ბაზარი თავისთავად საინტერესო იყო ბიზნესის გაფართოებისთვალსაზრისით, გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ე.წ. აბრეშუმის დერეფნისგანვითარებაშიც.
ამასთანავე, „თეგეტას“ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება შეუქცევადი პროცესია. ჩვენ ბიზნესს გლობალურად ვუყურებთ. ვფიქრობთ, კომპანიამ მნიშვნელოვანი როლიუნდა შეასრულოს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით ავტოინდუსტრიისგანვითარების პროცესში.
ეს მიდგომა მნიშვნელოვანია იმ მსოფლიო ბრენდებისთვისაც, რომლებთანაც „თეგეტაჰოლდინგი“ თანამშრომლობს. საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერია, მათთვისერთგვარ პლატფორმად ვაქციეთ“.
უზბეკეთიდან დაიწყო გეოგრაფიულიარეალის გაფართოება „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა Europcar Georgia-მაც. ის საერთაშორისობრენდის Europcar Mobility Group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო 2023 წლიდან - უზბეკეთის ტერიტორიაზე. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავებაროგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. Avtoritet Group-მა უკვე დაასრულა დეველოპერული სამუშაოები უზბეკეთში. Europcar საწყის ეტაპზე რამდენიმეფილიალითაა წარმოდგენილი ტაშკენტის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრში. იგეგმება ქვეყნისმასშტაბით სხვა დიდ ქალაქებში ოპერირებაც.
უზბეკეთს უკვე წლებია პრემიუმ კლასის ავტომობილებით ამარაგებს „ვოლვო ქარ კავკასია“. ისშვედური ბრენდის ოფიციალური იმპორტიორია სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. თუმცა კომპანიისგაფართოება ამით არ სრულდება. მალე VOLVO ყაზახეთშიც გამოჩნდება. მოლაპარაკებები უკვედასრულებულია და სერვისის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომსახურება მოიცავს NEW CAR SALES + სერვისის დანერგვას, შესაბამისად, უზბეკეთშიმომხმარებელს VOLVO-ს სტანდარტების მომსახურების მიღება შეეძლება.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა“ მუდმივადუწყობს ფეხს თანამედროვე მოთხოვნებს. მინდა აღვნიშნო Volvo Retail Experience-ის - „ვოლვოქარ საქართველოს“ სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი. ის პირველილოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმებისანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. მსგავსიცენტრების გახსნას „ვოლვო ქარ კავკასია“, რეგიონის ქვეყნებშიც გეგმავს. კომპანიააზერბაიჯანს, სომხეთსა და უზბეკეთსაც ფარავს. ჩამონათვალს უკვე შეემატა ყაზახეთი.
საერთაშორისო ბაზრებზე განვითარება-გაფართოებაზე ჰოლდინგის შემადგენლებაშიარსებული ყველა კომპანია მუშაობს. რესურსი დიდია - „თეგეტა“ ექსკლუზიურადწარმოადგენს ცნობილ ბრენდებს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკისმიმართულებით. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდისუმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობის არეალი მრავალფეროვანია. კომპანიას მრავალწლიანიგამოცდილება აქვს მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებითაც. „თეგეტას“ განახლებულიმუნიციპალური ტრანსპორტით უკვე სარგებლობს ერევნის მილიონზე მეტი მოსახლე. MAN-ისბრენდის ავტობუსები „თეგეტამ“ ქალაქს საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში მიაწოდა. სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება. ქართული კომპანია, გერმანული ბრენდის ოფიციალურიდისტრიბუტორია, თავად MAN კი უსაფრთხოებითა და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებითგამორჩეულ ავტობუსებს აწარმოებს. MAN Lion’s City 12C ტიპის 87 ავტობუსი ერევნის არსებულისატრანსპორტო ქსელის ძირითად მარშრუტებზე გადაადგილდება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება