USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თეგეტა“ ქართული კაპიტალის ბაზარზე პირველია, რომელმაც ლარში „მწვანე ობლიგაციები“ განათავსა - ვახტანგ კაჭარავა

„თეგეტა“ ქართული კაპიტალის ბაზარზე პირველია, რომელმაც ლარში „მწვანე ობლიგაციები“ განათავსა - ვახტანგ კაჭარავა

2023-07-05 17:50:54

„თეგეტა ჰოლდინგმა" ქართული კაპიტალის ბაზარზე პირველად ლარის „მწვანე ობლიგაციები" განათავსა.

კომპანია რეგიონის მასშტაბით პირველია საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში , რომელმაც მწვანე სტატუსის ობლიგაციები გამოუშვა.

მწვანე ობლიგაციების მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია, ემისიის მხარდამჭერი თიბისი კაპიტალი იყო. ობლიგაციების ფასი კი TIBR6m+3.5%-ით განისაზღვრა.

როგორც ,,თეგეტა ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კაჭარავა Business Insider Georgia- თან აცხადებს, ემიტირებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები ადგილობრივ საფონდო ბაზარზე ლარში განთავსებული მწვანე ბონდების ყველაზე მსხვილი გარიგება და ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციების პირველი პრეცედენტია.

„პირველები ვართ ქართული კაპიტალის ბაზარზე, ვინც მწვანე ფასიანი ქაღალდების ემისია ეროვნულ ვალუტაში განახორციელა. მწვანე ბონდების გამოშვება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ კომპანიის კორპორაციულ სოციალურ კულტურასთან ახლოსაა.

განხორციელებული ემისიის ფარგლებში კი ,,თეგეტა" ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტის კიდევ უფრო განვითარების ვალდებულებას იღებს, რაც დივერსიფიცირებული ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

ფაქტი, რომ , ჰოლდინგის მწვანე ობლიგაციები სრულად აზიის განვითარების ბანკმა შეიძინა, მიუთითებს, რომ მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი „თეგეტას“ სამომავლო პარტნიორად განიხილავს", - აცხადებს ვახტანგ კაჭარავა.

ობლიგაციების ძირი თანხის სრულად დაფარვა გათვალისწინებულია 2 წლისა და 6 თვის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.

კაჭარავამ ასევე აღნიშნა, რომ ემისიის მოსამზადებელ ეტაპზე ,,თეგეტა ჰოლდინგმა" მწვანე ობლიგაციების ჩარჩო შეიმუშავა, რაც მკაფიოდ გამოხატავს კომპანიის პოზიციას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის შესახებ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები