სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც „თეგეტა აკადემია“ ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის წარმომადგენლობასშეითავსებს. ინიციატივა ჰოლანდიაში სასწავლო ვიზიტისას გაჩნდა, სადაც „თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია USAID-ის მხარდაჭერით იმყოფებოდა. შეთანხმების შედეგად, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს ქვეყნებს, სადაც ონლაინ სასწავლოპლატფორმა ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.
„თეგეტა აკადემია“ საქართველოში პროგრამის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. Electude-ს კომპანია USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლების“ მხარდაჭერით ახორციელებს. საქართველოს შემდეგ ცოდნის გავრცელებას „თეგეტა აკადემია“ რეგიონშიც უზრუნველყოფს.
ჰოლანდიაში ვიზიტისას, „თეგეტა აკადემიის“ წარმომადგენლები Koning Willem I College-შიიმყოფებოდნენ, სადაც კოლეჯის საავტომობილო პროგრამების უკლებლივ ყველა სტუდენტი სწორედ„ელექტუდის“ პლატფორმას იყენებს. „თეგეტა აკადემია“ პლატფორმის განვითარებისა დადანერგვის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაიზიარებს. მათ შორის იქნება Electude Classroom-ის დანერგვა. Electude-ის განახლებული ვერსია „თეგეტა აკადემიაში“ ხელმისაწვდომისექტემბრიდან გახდება. სიახლე ელექტრონული წიგნების, ასევე HOW TO მოდულების დამატებასგულისხმობს, სადაც ინტეგრირებული იქნება რეალური ვიდეოები. ონლაინ სასწავლო პლატფორმისგანახლებული ვერსიის დანერგვით „თეგეტა აკადემია“ საავტომობილო განათლების სფეროში მორიგპრეცედენტს შექმნის.
გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების სამსახურისუფროსი: „ჰოლანდიაში ვიზიტისას გავეცანით პროფესიული განათლების სისტემას, შევისწავლეთ მათი საქმიანობა საავტომობილო პროგრამების მიმართულებით, გავიგეთ, რა მიდგომებს, მეთოდებს იყენებენ. ვიზიტის მეორე ნაწილი მოიცავდა „ელექტუდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას, მათი საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობას. მოლაპარაკების პროცესში ვისაუბრეთ რეგიონში წარმომადგენლობის გაფართოებისსაკითხებთან დაკავშირებითაც. „თეგეტა აკადემია“ იღებს პასუხისმგებლობას, მოამარაგოს „ელექტუდის“ პროდუქტებით რეგიონის ის ქვეყნები, სადაც სასწავლოპლატფორმის წარმომადგენლობა ჯერ ისევ არ არის“.
ELECTUDE სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც USAID-თანთანამშრომლობით გასულ წელს დაინერგა. „თეგეტა აკადემიას“ პროგრამის „დამსაქმებლებიპროფესიული განათლების“ ფარგლებში, 30 000 დოლარი გადაეცა. გადამზადდა 1000-მდე პირი, შემუშავდა 10-მდე სასწავლო პროგრამა და ითარგმნა Electude-ის სასწავლო მოდულები ქართულენაზე.
„თეგეტა აკადემიასა“ და USAID-ს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კიოქტომბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში შპს „ტრანსფორდთან“ და USAID-ის პროგრამასთან„დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობით, „თეგეტა აკადემია“ ფოთში ახალფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემიას“ უკვე აქვს USAID-თან თანამშრომლობის გამოცდილება. პირველი პროექტი, რომელიც მათი საშუალებითგანვახორციელეთ, სასწავლო პლატფორმა „ელექტუდის“ წარმატებით დანერგვა იყო. ამისშემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ „ელექტუდის“ როგორც სასწავლო რესურსის, გამოყენება სხვაპროგრამებთან მიმართებით. მიმდინარე წელს აკადემიას დაემატება 19 ახალი სასწავლოპროგრამა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.
ამასთანავე, USAID-ის პროექტის ფარგლებში „თეგეტა აკადემია“ გეგმავს ბათუმისა დაფოთის ფილიალებისთვის „ელექტუდის“ სტენდებისა და სიმულატორების შეძენას. ჰოლანდიაში ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ადგილზე გვენახა და გამოგვეცადაყველა სტენდი და სიმულატორი, რომელთა შეძენასაც ვაპირებთ. „ელექტუდის“ ტექნიკურმა სპეციალისტებმა დეტალურად აგვიხსნეს სიმულატორების მუშაობისპრინციპები და შესაძლებლობები. ჰოლანდიის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიულიკოლეჯის მიერ გაზიარებული გამოცდილება „თეგეტა აკადემიას“ დაეხმარება როგორცახალი სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, ისე განახლებული სივრცეებისმოწყობაშიც“.
პროექტის, რომელიც აკადემიამდასავლეთ საქართველოში დაიწყო, ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ჯამში, 19 ახალი სასწავლო პროგრამის შექმნა. სპეცტექნიკისმიმართულებით აღსანიშნავია, რომ პროგრამა შემუშავდება JCB-სთან ერთად და წარმატებულკურსდამთავრებულებს „თეგეტა აკადემიაში“ JCB-ს მიერ აკრედიტებული მექანიკოსის სტატუსიმიენიჭებათ.
„თეგეტა აკადემიის“ ახალ ფილიალში კი, რომელიც ფოთში გაიხსნება, ფოკუსირებული ვიქნებითსაპორტო და სამშენებლო ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამებზე, რომლებიც შპს„ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობით შეიქმნება. ასევე, შევიძენთ საპორტო ტექნიკისსიმულატორს. კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი დამულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო დასაკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონთანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაშიდა გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება