2023 წლის თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 221 806 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობის 93%-ია, - ინფორმაციას Tav ავრცელებს.
ხოლო 2022 წლის თებერვლის მონაცემებთან შედარებით, 40%-იანი ზრდაა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის თებერვალში 22 039 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 12%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 54%-ით აღემატება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება