თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აეროპორტებში სტაჟირებას და შემდგომ დასაქმებას სთავაზობს.
ამ მიზნით, „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებულიათანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები მეცნიერებისდარგში სტუ-ის რექტორის მოადგილეს, პროფესორ ზურაბ გასიტაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ „ტავ ჯორჯიას“ პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მისცესშესაძლებლობა, გაიაროს პრაქტიკა და დასაქმდეს აეროპორტში სხვადასხვა პოზიციაზე.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია დიდ მნიშვნელობასანიჭებს საკადრო პოლიტიკას, შესაბამისად, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსუნივერსიტეტებთან, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, როგორც სტუდენტების, ისეკურსდამთავრებულთა დასაქმებას.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი