„მერაკი“ (MERAKI) ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაა, სადაც წარმოდგენილი პროდუქცია იქმნება ყველა მომხმარებლისთვის, ვისთვისაც საქართველოში დამზადებული სამოსი პრიორიტეტულია.
როგორც „მერაკის" დამფუძნებელი, დიზაინერი ანუკა გვენცაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, კომპანიამ პირველი ნაბიჯები მაშინ გადადგა, როცა ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ბრენდების რაოდენობა და მათ მიმართ ინტერესი ნაკლები იყო.
მიდგომამ გაამართლა, პირველი ნიმუშების შექმნიდან 8 თვეში, 5 წლის წინ, თბილისში MERAKI-ის პირველი მაღაზია გაიხსნა.
„ჩანთებით დავიწყეთ და მალევე გავზარდეთ ასორტიმენტი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მიმართულებით, რაც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. პირველად რომ გამოვჩნდით, მომხმარებელი ქართული წარმოებით განებივრებული არ იყო. ვცდილობდით, შეგვექმნა პროდუქცია, რომელიც მოსახლეობის ფართო სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი. ამდენად, ,,მერაკი" დღესაც ყველასთვის ხელმისაწვდომი ბრენდია. ჩვენი ჩანთები ყველა შემოსავლის მქონე მომხმარებლებზეა გათვლილი, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზი უფრო საშუალო და მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვის იქმნება. ჩვენი პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია როგორც მაღაზიაში, ასევე ონლაინ, ორივე მიმართულებით აქტიური მოთხოვნაა", - ამბობს ანუკა გვენცაძე.
მისი თქმით, წარმოება წლიდან წლამდე იზრდება. ამ თვალსაზრისით, 2022 წელი განსაკუთრებით აქტიური იყო.ბრენდის მიმართ მოთხოვნა აღნიშნულ პერიოდში 30%-ით და მეტადაც გაიზარდა.
რაც შეეხება ფასებს, ბოლო 2 წელიწადში გამოშვებული პროდუქცია 10-15%-ის ფარგლებში გაძვირდა, თუმცა ზოგიერთი ასორტიმენტის ფასი უცვლელად შენარჩუნდა.
როგორც ქართულიო ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, სიტყვა "მერაკი" ბერძნულია და შენ საქმეში შენი ნაწილის ჩადებას და მთელი გულით კეთებას ნიშნავს. აქ თითოეული პროდუქტი სიყვარულითაა დამზადებული.
MERAKI-ის მაღაზია თბილისში, პეკინის 23-ში მდებარეობს.
კომპანიის სამომავლო გეგმაშია ექსპორტიც, რაზეც მუშაობა დაწყებულია.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება