USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შოკოლადის ჩუქების ტრადიცია დავამკვიდრეთ, წარმოებაში 20%-იანი ზრდა გვაქვს - „შიკოლი“

შოკოლადის ჩუქების ტრადიცია დავამკვიდრეთ, წარმოებაში 20%-იანი ზრდა გვაქვს - „შიკოლი“

2023-03-18 11:04:00

ქართული ხელნაკეთი შოკოლადის ბრენდი „შიკოლი“ წარმოების მასშტაბს ზრდის. მრავალფეროვანი, გემოვნური თვისებებით გამორჩეული შოკოლადის ასორტიმენტი გაყიდვაშია როგორც ცალობით, ასევე შეფუთვებშიც.

როგორც ,,შიკოლის“ მენეჯერი სალომე ბოკერია Business Insider Georgia -თან აღნიშნავს,  შიკოლის” მიერ შექმნილი პროდუქცია გამოირჩევა იმით, რომ პირველ რიგში,  ხელითაა დამზადებული, ხარისხიანია  და ამასთანავე, განსხვავებული ვიზუალი აქვს.

,,6 წელია, რაც ბაზარზე ვართ და თამამად შეგვიძლია თქმა, რომ გვიჭირავს ხარისხი, რაც მომხმარებლის მხრიდან ყოველთვის ნდობას იწვევს. მათი წრეც თანდათან იზრდება, რაც წარმოებასაც დაეტყო. ამ მხრივ 2022 წელი აშკარად გამორჩეულია. რეალიზაცია 20%-ით გაიზარდა. მომხმარებელს მოსწონს ჩვენი პროდუქცია არა მხოლოდ გემოთი, ვიზუალითაც. რაც შეეხება ხარისხს, იტალიური ტექნოლოგიებით დამზადებული ,,შიკოლის“ შოკოლადები, 100%-ით ნატურალური პროდუქტია. შემადგენლობაში კაკაოს 75% უჭირავს, რაც  მას განსაკუთრებით გამოარჩევს“, - ამბობს სალომე ბოკერია.

მისივე თქმით, ინდივიდუალურ გაყიდვებთან ერთად, მზარდია კორპორაციული შეკვეთებიც.  „კომპანიის თანამშრომლებისთვის ან სხვა სახის ღონისძიებისთვის ჩვენი მომხმარებლები მუდმივად მოგვმართავენ. ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში შოკოლადის ჩუქების ტრადიცია დაამკვიდრა.

ტრადიცია ნელ-ნელა მკვიდრდება. აქამდე უცხო იყო, მაგრამ ახალ უფრო მეტად იჩენენ ინტერესს, რაც კორპორაციულ გაყიდვებსაც დაეტყო. ფაქტობრივად ყოველდღე  კონკრეტულ რაოდენობას, სხვადასხვა ასორტიმენტიდან, ყოველთვის ყიდულობს მომხმარებელი. ეს გვაძლევს სტიმულს მეტი სიახლისა  და განვითარებისთვის“, - ამბობს სალომე ბოკერია Business Insider Georgia- თან.

ასორტიმენტიც მრავალფეროვანია: კარამელიზებულ თხილსა თუ მარილიან პრეცელებს რძიანი შოკოლადით, შოკოლადისა და მარწყვის გემრიელ კომბინაციებს, კარამელის და ზღვის მარილის ბონბონებს ოქროს ფურცლებით თუ შავ შოკოლადს მოხალული ნუშით...  ეს მცირე ჩამონათვალია იმ გრძელი სიიდან, რომლითაც “შიკოლი” შოკოლადის მოყვარულებს ანებივრებს.

შეგახსენებთ, რომ შოკოლადების ბრენდი ,,შიკოლი“ 2017 წელს შეიქმნა.  კომპანია თბილისში 2 მაღაზიას ფლობს. დასაქმებულია 10 ადამიანი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები