ქართული პროდუქტის ყიდვა Soplidan.ge-ს მეშვეობით მომხმარებელს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში შეუძლია. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოება მცირეა კომპანია ძირითადად სეზონურ ხილ-ბოსტნეულზე მუშაობს.
Business Insider Georgia- თან Soplidan.ge-ს მენეჯერი ია იმერლიშვილი ამბობს, რომ Soplidan.ge სოფელსა და ქალაქს შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს, რომელიც ახალგაზრდა ფერმერებს საკუთარი პროდუქტის გაყიდვაში ეხმარება.
„მთავარი ნიშა შევინარჩუნეთ და მომხმარებლამდე მიგვაქვს ქართული პროდუქტები, რაც კომპანიის მიმართ ნდობას განაპირობებს.
პირველები ვართ, ვინც სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვებში ონლაინ სერვისი დანერგა. სიახლე ძალიან კარგად მიიღო მომხმარებელმა. საბოლო ჯამში, 10 000 -მდე ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომელიც ქართული ნაწარმის სანდოობაში დავარწმუნეთ.
მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ და შეკვეთებს ვიღებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც“, - ამბობს ია იმერლიშვილი.
მისი თქმით, მოთხოვნა დიდია, თუმცა განსაკუთრებით პიკს პანდემიისას მიაღწია, როცა კორონავირუსის გამო მოსახლეობა პროდუქტის ყიდვას უსაფრთხოების მიზნით ონლაინ ცდილობდა.
ცნობისთვის, Soplidan.ge ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულია ნომინაციაში ,,საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის".
ორი მეგობრის მიერ 2015 წელს დაფუძნებული ბრენდი ორიგინალური იდეით შეიქმნა - ,,შეესრულებინა ერთგვარი ხიდის ფუნქცია სოფელსა და ქალაქს შორის" და გაემარტივებინა მათ შორის ნატურალური პროდუქტის მოთხოვნა-მიწოდების პროცედურა.
15 პროდუქტით დაწყებული საქმიანობა დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა. კომპანიაში 15 -მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი