USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შენარჩუნდება თუ არა საწვავზე ფასის კლების დინამიკა - კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის პროგნოზი

შენარჩუნდება თუ არა საწვავზე ფასის კლების დინამიკა - კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის პროგნოზი

2023-02-21 16:08:51

ნავთობპროდუქტების ბაზარზე განვითარებულ მოვლენები და  საწვავზე ფასების დინამიკა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. Business Insaider Georgia-ს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, რომ თებერვლის ბოლომდე საწვავზე ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრით შემცირდეს.

„თუ რუსეთიდან არსებული იაფი იმპორტის მაჩვენებლები შენარჩუნდება და ლარის კურსიც სტაბილური იქნება, იმპორტირებულ საწვავზე ფასის კლებას მარტშიც უნდა ველოდოთ“, - აღნიშნავს ლექვინაძე.

მისივე თქმით, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ვითარების გარკვევის მიზნით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მონიტორინგის პროცესიდან მოკვლევის დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

„გადაწყვეტილება იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი. უწყების მიზანია დაცული და გარანტირებული იყოს ჯანსაღი კონკურენციის პირობები და მომხმარებელმა შეძლოს რეალურ, ხელმისაწვდომ ფასად საწვავის ყიდვა.

2023 წლის იანვარ-თებერვალში, ყველა ტიპის საწვავზე 40-50 თეთრიანი კლება ფიქსირდება და ჩვენი პროგნოზით, კლების ტენდენცია მარტშიც უნდა შენარჩუნდეს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან შეხვედრები უწყვეტ რეჟიმშია“, - ამბობს ლექვინაძე.

მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტომ შეაფასა სექტემბერ-დეკემბერში არსებული ფასწარმოქმნა, სადაც რუსეთიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში, ფასების კლების პარალელურად მარჟების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიკვეთა. „რაც ნიშნავს რომ რიგ კომპანიებს შეეძლოთ ბაზარზე ბევრად კონკურენტული ფასი ჰქონოდათ“.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები