„მეტროპოლის“ განსაკუთრებული შეთავაზება საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს - ნებისმიერი პირი, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე კომპლექსში ბინას შეიძენს, საქართველო-ჩეხეთის თამაშზე გასამგზავრებლად სამდღიანი საგზურით დასაჩუქრდება. აქციისფარგლებში გათვალისწინებული All Inclusive პაკეტი მოიცავს ისტორიულ მატჩზე დასასწრებ ორბილეთს, ასევე ავიაბილეთებს (თბილისი-ჰამბურგი; ჰამბურგი-თბილისი), ტრანსფერს, სასტუმროშიგანთავსებას, მოსაწვევს თამაშის შემდეგ გამართულ წვეულებაზე.
მარიამ კარკალაია, „მეტროპოლის“ მარკეტინგის დირექტორი: „მეტროპოლი“ ეროვნულისაფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარია. ჩვენი კომპანიისთვის ძალიანმნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც მიზნის მისაღწევად თამამ და გაბედულნაბიჯებს დგამენ. გვინდა, მხარში დავუდგეთ ფეხბურთელებს, რომ ჩანაფიქრირეალობად აქციონ. ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვება კი, ვფიქრობთ, ამის საუკეთესო მაგალითია. წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებაა. ჩვენი აქციითმოქალაქეებს ერთგვარად ხელს შევუწყობთ, ამ გამარჯვების თანამონაწილეები გახდნენ, დაესწრონ ისტორიულ მატჩს და ჩვენს ფეხბურთელებს ტრიბუნებიდან უქომაგონ.
ასე რომ, მათ, ვინც უახლოეს პერიოდში ბინის შეძენას გეგმავენ, შეუძლიათ, ჩვენიშეთავაზებით ისარგებლონ. ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ნაკრებს დამხურვალე გულშემატკივრობით გერმანიის სტადიონზე თავი სახლში ვაგრძნობინოთ. შემოგვიერთდით, ერთად ჩავიფიქროთ საქართველოს გამარჯვება“.
აქცია, რომლის ფარგლებშიც „მეტროპოლი“ მომხმარებელს EURO 2024-ზე დასასწრებ საგზურსსაჩუქრად გადასცემს, 31 მაისამდე გაგრძელდება. შეთავაზება დეველოპერული კომპანიის მხოლოდერთ პროექტს, კერძოდ, „მეტროპოლ ქავთარაძის“ კომპლექსს ეხება.
„მეტროპოლ ქავთარაძე“ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მშენებარე ახალი საცხოვრებელისივრცეა, ქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსსაერთიანებს, 534 აპარტამენტით. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევსსასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. ორ 25-სართულიანკორპუსს ერთი ჰექტარი ფართობის სარეკრეაციო ზონა ექნება. ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტულიმოედნები, სკვერები და საფეხმავლო ბილიკები. გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვასივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.
საცხოვრებელი სახლები მაღალი თერმომარეგულირებელი ეფექტურობის მქონე, ეკოლოგიურადსუფთა მასალებით შენდება. კომპლექსის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.
ამჟამად კომპანია „მეტროპოლს“ თბილისსა და ბათუმში კიდევ რამდენიმე პროექტი აქვს. მიმდინარე მშენებლობების ჯამური ფართი 516 200 კვ.მეტრია. პროექტების განსახორციელებლად კიკომპანია 500 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
--
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელსდაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორისაცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობამიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულკომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალისაცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება