ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩვენი სასტუმროს მაგალითზე სტაბილურად მიმდინარეობს. თუმცა მანამდე ტურისტების დიდი ნაკადები უფრო ადრე იწყებოდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმრო „ბანგურიანი მესტიაში“ დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ განუცხადა.
„სეზონი კარგად მიმდინარეობს. აქტივობა მაღალია ევროპის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან. ჯავშნებზე დატვირთვა ივლისიდან იწყება და ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება“, - ამბობს სასტუმროს დირექტორი.
ლაშა ჯაფარიძის ინფორმაციით ამ დროისთვის სასტუმრო 70%-ით არის დატვირთული.
„სასტუმროში ერთდროულად 100 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. ახლა ვამატებთ ტერასას, 200 კვადრატულ ფართზე, საიდანაც უმშვენიერესი ხედი გადაიშლება. ამ დროისთვის, სასტუმროში ორ ადგილიანი ნომრის ფასი საუზმით 200 ლარია“, - ამბობს სასტუმროს დირექტორი.
ამ დროისთვის სასტუმროს აქვს 36 ოთახი. სასტუმროში 15 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება