მიწის ნაკვეთზე მარცვლოვანი ნაწვერალის გადაწვისთვის მკაცრი ჯარიმა წესდება - მთავრობამ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტი მოიწონა. ცვლილებების მოსალოდნელიშედეგი გავრცელებული მავნე პრაქტიკის - მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზეცეცხლის წაკიდების აღმოფხვრა და შემაკავებელი ეფექტის შექმნაა. დღეს კანონმდებლობაში არარსებობს ამ სახის პირდაპირ გათვალისწინებული სამართალდარღვევა და შესაბამისი სანქცია.
„გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანიინიციატივა ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვაგრძელებთ ამ პროცესს, როგორც ატმოსფერულიჰაერის ხარისხის კუთხით, ასევე სამრეწველო საწარმოებისა და ავტომანქანებიდან გამონაბოლქვისკონტროლის მიმართულებით. ეს საკითხი, რომელზეც მთავრობამ იმსჯელა ერთ-ერთი ის გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყოველ შემოდგომაზე ვაკვირდებით, ძირითადად კახეთის რეგიონში. სამწუხაროპრაქტიკაა, როცა ფერმერების მხრიდან ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა, რაც დიდზიანს აყენებს ნიადაგს და ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ ამ ცეცხლისგავრცელების კუთხით. აქამდე არ გვქონდა ქმედითი მექანიზმი ამის საწინააღმდეგოდ და დღეს, მთავრობამ მოიწონა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც წარედგინება პარლამენტს,“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებასდაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს და ამავდროულად აღნიშნულიქმედება დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. ამასთანავე დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა. მიზანშეწონილიაასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის მათინაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ადმინისტრაციული ჯარიმა - ფიზიკური პირებისთვისთითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი - 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სანქციები გამოიწვევს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, მფლობელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირისდაჯარიმებას.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი