USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შაქრის ერთადერთი მწარმოებელი „აგარის შაქარი“ მუშაობას აპრილიდან განაახლებს

შაქრის ერთადერთი მწარმოებელი „აგარის შაქარი“ მუშაობას აპრილიდან განაახლებს

2023-03-22 19:00:31

შაქრის მწარმოებელი ერთადერთი საწარმო „აგარის შაქარი“, რომელიც მიმდინარე წელს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერდა, აპრილიდან მუშაობას განაახლებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გარდა საწარმოში ჩასატარებელია გასულ წელს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. 

„ქარხანა გეგმურად 2022 წლის 31 დეკემბერს რემონტის ჩასატარებლად დაიხურა. ქარხნის ფუნქციონირების შეჩერება მუშაობის სპეციფიკის ნაწილია. მიმდინარეობს გასული წლის სექტემბერში ხანძრისგან დაზიანებული ნედლეულის საწყობის მთლიანი რეკონსტრუქცია, რაც შედარებით უფრო მეტ დროს მოითხოვს“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს შპს „აგარის შაქრის“ კომპანიაში. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ,  ქარხნის მუშაობა სარემონტო სამუშაოები დასრულების შემდეგ განახლდება. სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადაა აპრილია. შპს აგარის შაქრის კომპანიაში განმარტავენ იმასაც, რომ სახელმწიფოსთან ბიზნესისთვის მხარდაჭერის პაკეტზე კონსულტაციები გრძელდება.

„ვინაიდან ჯერ სარემონტო სამუშაოების დამთავრებამდე დიდი დროა, ვფიქრობთ, ამ ვადაში შეთანხმებას მივაღწევთ. როგორც იცით „აგარის შაქრის“ ქარხანა ერთადერთია საქართველოში და მთავრობის მიერ ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია  ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის. ამასთან ქარხანა ადგილობრივ ბაზარზე პირველადი სასურსათო მოხმარების პროდუქტის შაქრის მიწოდებას განახორციელებს და დეფიციტის წარმოქმნას შეუშლის ხელს“,  - აცხადებს საქართველოში შაქრის მწარმოებელი ერთადერთი საწარმოს მენეჯმენტი.  დაკავებული.

„აგარის შაქრის“ კომპანიაში ამბობენ იმასაც, ევროპიდან არაპირდაპირ სუბსიდირებული მწარმოებლებისგან საქართველოში დაბალ ფასში იმპორტირებული თეთრი შაქრის იმპორტიორებისთვის კონკურენციის გაწევა რთულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ევრო პროდუქტი საბაჟო მოსაკრებლებისგან გათავისუფლებულია.

„იმედს ვიტოვებთ, რომ სარემონტო სამუშაოები დაგეგმილ დროში მოესწრება და ქარხანა აპრილის თვიდან განაახლებს მუშაობას. რაც შეეხება შაქრის მარაგებს, ქარხანას საკმარისი მარაგი აქვს, რომ ქარხნის გახსნამდე ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას“, -  საცხადებენ კომპანიაში.

საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, შპს აგარის შაქრის კომპანიაში 51%-იანი წილის მფლობელია შპს ანატოლია თრეიდ კომპანი, 16.335%-ს ფლობს შპს ნირეზოუნ-საქართველო, 24.497%-ს შპს უნივერსალ კაპიტალ გრუპი, ხოლო დარჩენილ 8.168%-ს კი ანატოლია ჰოლდინგ კომპანი ლიმიტედ /არაბთა გაერთიანებული საემიროები/.

კომპანიის დირექტორი კი აზერბაიჯანის მოქალაქე ალხან ალიზადაა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები