USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საყოფაცხოვრებო პროდუქტებსა და ტექნიკაზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება - „გორგია“

საყოფაცხოვრებო პროდუქტებსა და ტექნიკაზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება - „გორგია“

2023-05-14 03:17:31

ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ ბოლო წლებში საყოფაცხოვრებო კატეგორიისა და ტექნიკის სექციის პროდუქციაზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა. 

როგორც Business Insider Georgia-თან ჰიპერმარკეტის ხელმძღვანელი თორნიკე გურული აცხადებს, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით „გორგიაში“ გაყიდვები 20%-ითაა გაზრდილი. 

„2019 წელთან შედარებით 2021-2022 წლებში სტაბილურად 20%-იანი ზრდა გვქონდა. მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა ყველა მიმართულებით. თუმცა, განსაკუთრებით გამოვყოფდით საყოფაცხოვრებო კატეგორიისა და ტექნიკის სექციის რეკორდულ ზრდას. 

„გორგია“ ყოველთვის იყო სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი და ამ მიმართულებით ბაზრის ლიდერი რჩება, თუმცა, დღესდღეობით „გორგიაში“ ყველაფერია, რაც შეიძლება სახლისთვის დაგჭირდეს: დაწყებული სამშენებლო-სარემონტო მასალებიდან, გაგრძელებული ტექნიკით, სათამაშოებით, ტექსტილით, ბაღით...“, - აცხადებს გურული.

მისივე თქმით, დღეისათვის „გორგიაში“ 60 000 -მდე დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს. „გორგიას“ ჰიპერმარკეტი  საქართველოს 6 ქალაქში, 10 ფილიალითაა წარმოდგენილი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები