სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო "ბიოდიზელი ჯორჯია" 2023 წელს 1,5 მლნ ლიტრი პროდუქციის (ბიოდიზელი) წარმოებას აპირებს, რაც 2022 წელს წარმოებულზე თითქმის 50%-ით მეტია.
"ბიოდიზელი ჯორჯია", რომელიც ბიოდიზელს მეორეული მცენარეული და ცხოველური ზეთებისგან აწარმოებს, საჭირო ნედლეულს ძირითადად ჰორეკა სექტორიდან იბარებს.
„ვიდრე ჩვენი კომპანია გამოჩნდებოდა ბაზარზე საკმაოდ ცუდი ვითარება იყო. ნარჩენი, რომელიც სახიფათოა თავისი ბუნებით და შეიცავს არაერთ დამაბინძურებელ კომპონენტს ხვდებოდა ფერმაში და ფერმერულ მეურნეობებში. შესაბამისად არ არსებობდა საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის მიხედვითაც ჰორეკა სექტორი, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში ვალდებული ყოფილიყო აღნიშნული ნარჩენი, (მეორეული ზეთი) სერტიფიცირებულ საწარმოსთვის, შემდგომი მისი ტექნიკური გადამუშავების მიზნით, (კონკრეტულად კი ბიოდიზელის საწარმოებლად) ჩაებარებინა. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მეორეული ზეთისგან უნდა იწარმოოს ბიოსაწვავი, რომელიც მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენება და არ უნდა მოხვდეს ორგანზმში.
ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საზოგადოებისა და მათ შორის ბიზნესსექტორის ქცევა შეგვეცვალა, რაც იმას გულისხმობს, რომ ეს „ცუდი პრაქტიკები“ რაც ქვეყანაში ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა თითქმის 90%-ით არმოგვეფხვრა. დღეს ჰორეკა სექტორში, განსაკუთრებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ბიზნესებმა იციან, რომ ეს ნარჩენები უნდა ჩააბარონ.
ნარჩენის წარმომქმნელი ვინც არის, ვალდებულია უტილიზაცია საკუთარი რესურსებით მოახდინოს. თუმცა საქართველოში ცოტა განსხვავებული მოდელია “, - აღნიშნა Business Insider Georgia-თან საუბრისას "ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მურმან პატარაიამ.
რაც შეეხება ნარჩენის ფასებს, რომელიც ბიოდიზელის წარმოებისთვისაა საჭირო განსხვავებულია და დამოკიდებულია რაოდენობაზე და სხვა ბევრ კომპონენტზე. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს აქ ერთი ფორმულა არ მუშაობს.
ირკვევა ისიც, რომ ჩაბარებული მეორადი ნარჩენით ზეთისა და უკვე გამომუშავებული ბიოდიზელის მოცულობები თითქმის თანაბარია, რადგან დანაკარგი მიზერულია და ფაქტობრივად უნარჩენო წარმოება.
რაც შეეხება საქართველოში წარმოებულ ბიოდიზელს, პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.
„ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციას თითქმის არ ვყიდით და ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე ვმუშაობთ. ადგილბრივ ბიზნესთან მხოლოდ და მხოლოდ ნედლეულის მიღების საკითხზე ვთანამშომლობთ
2022 წელს კომპანიამ 1 მლნ ლიტრზე მეტი პროდუქცია აწარმოვა, რაც შეეხება 2021 წელს, რომელიც მაინც კოვიდ შეზღუდვების წლად ითვლება, წარმოება უფრო ნაკლები 700 000 ლიტრი იყო. ხოლო 2023 წელს კი 1,5 მლნ ლიტრის გადამუშავებას ველოდები“, - აცხადებს "ბიოდიზელი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი