USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის flyadeal-ი ბრუნდება

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის flyadeal-ი ბრუნდება

2023-03-27 17:26:04

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ავიაკომპანია flyadeal-ი ბრუნდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, გასული წლის მსგავსად, flyadeal-ი მიმდინარე წელსაც თბილისის მიმართულებით ფრენებს რიადიდან, ჯედადან და დამამიდან განახორციელებს. 

TAV Georgia-ში არსებულ განრიგზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ flyadeal-ი ფრენებს ​ივნისიდან შემდეგი სიხშირეებით განაახლებს: რიადი-თბილისი-რიადი კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა  კვირაში 3 სიხშირე და დამამი-თბილისი-დამამი კვირაში 2 სიხშირე.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ავიაკომპანია flyadeal-ი საქართველოს ავიაბაზარზე გასულ წელს შემოვიდა და ფრენებს მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ახორციელებდა. 

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს შიდა ფრენებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები