მენაშენეთა ასოციაცია ,,საქსტატის" სტატისტიკას ემიჯნება. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იანვარში მშენებლობის ინდექსი შემცირდა, სექტორი კატეგორიულად არ ეთანხმება.
როგორც მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ტენდენცია პირიქითაა და ფასები მატულობს.
შესაბამისად, გაურკვეველია რას ეფუძნება კვლევა. მით უმეტეს, ხელფასებთან დაკავშირებით.
როსტომაშვილის განცხადებით, დარგი კადრების სერიოზულ დეფიციტს განიცდის და ასეთ პირობებში ხელფასების შემცირება ბიზნესის პრინციპებთან წინააღმდეგობაშია.
„მშენებლობა არის დარგი, რომელიც 500-მდე დასახელების პროდუქტს მოიხმარს. აქედან ყველა მიმართულება: ლურსმანი, კერამიკული ფილა, ცემენტი, წყალი, ტრანსპორტი, მძღოლი, მუშა და სხვა, გაძვირებულია.
არაფერი არ გაიაფებულა და მით უფრო, მშენებლობა ნამდვილად ვერ გაიაფდება, რადგან მოთხოვნა არის მზარდი, მიწის ღირებულება მაღალია, რეგულაციები მოითხოვს ხარისხის ამაღლებას, რაც ასევე დამატებითი ხარჯია და საბოლოოდ მშენებლობის გაძვირება იწვევს და ასეც არის. შეუძლებელია, დასაქმებულის ხელფასი შემცირებულიყო.
არც ჩემს ბიზნეს- საქმიანობაში, არც პარტნიორ ორგანიზაციებთან არ ფიქსირდება ფასების კლება, თანაც, მუშა-ხელის დეფიციტია და რეალურად წარმოუდგენელია ვინმეს ნაკლები ხელფასი გაეცა. სტატისტიკურ მონაცემებში აშკარად უზუსტობაა", - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.2 პროცენტით შემცირდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ცვლილება ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.4 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.8 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება