USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო

„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო

2024-06-20 14:02:00

,,საქკაბელი’’, როგორც საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, ინოვაციების დანერგვასა და საწარმოო ხაზის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი - ბრონირებული კაბელი წარადგინა.

ბრონირებულ NAYBY კაბელს გამძლეობა გამოარჩევს. წარმოების პროცესში გამოყენებული ორმაგი გალვანიზებული ფოლადის/ალუმინის ბრონი უზრუნველყოფს კაბელის მედეგობას მაღალი მექანიკური დატვირთვის წერტილებში, როგორებიცაა: მიწისქვეშა კომუნიკაციები, გვირაბები, მაგისტრალები, სადინრები და სხვ.  

გარდა ამისა, აღნიშნული ტიპის კაბელი აქტიურად გვხვდება ინფრასტრუქტურულ პროექტებში: აეროპორტები, რკინიგზა და საავტომობილო გზები, სადაც კაბელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო განაწილებას. 

აღსანიშნავია, რომ NAYBY კაბელი ალუმინის დენგამტარითაა დამზადებული, ხოლო NYBY კაბელი წარმოადგენს მის ანალოგს, რომლის შემთხვევაშიც დენგამტარი ძარღვი სპილენძისაა.

“გვეამაყება, რომ „საქკაბელი“ პირველია ადგილობრივ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს ბრონირებულ NAYBY კაბელს სთავაზობს. აღნიშნული კაბელი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ქვეყნის ინდუსტრიულ შესაძლებლობებში. სპეციალიზებული მანქანა-დანადგარებით შექმნილი პროდუქტი შეიძლება განთავსდეს, როგორც შენობის შიგნით, ასევე გარეთ, საკაბელო არხებში, ბეტონში და მიწაში. კაბელის გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა - იქნება ეს ქვესადგურებიდან საცხოვრებელ, კომერციულ თუ სამრეწველო ზონებში ელექტროენერგიის განაწილება; განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადაცემა/შენახვა თუ სხვ. ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში წარმოებული, ევროპული სტანდარტის პროდუქციით, საკაბელო ინდუსტრიის წინსვლას და სიახლეების დანერგვას. “, - განაცხადა „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ.

ინფორმაციისათვის: “საქკაბელი” ქართულ ბაზარზე 1958 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები