USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია

„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია

2024-04-23 09:00:00

„საქკაბელმა“ საწარმოო ხაზი მორიგი ინოვაციური პროდუქტით – „სოლარ“ კაბელით (H1Z2Z2-K) გააფართოვა. კომპანია ერთ-ერთი პირველია საქართველოში ვინც ევროპული სტანდარტებით აწარმოებს და შესაბამის სერტიფიკატს ფლობს. 

ცეცხლმედეგი, ჰალოგენისგან თავისუფალი, მოკალული სპილენძის კაბელი გარემო პირობების მიმართ განსაკუთრებული მედეგობით გამოირჩევა. ყველა ტიპის კლიმატურ პირობებს ერგება, როგორც მზის სხივების ხანგრძლივი დაცხუნების, ისე ძლიერი უამინდობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კაბელს მინიმუმ 25 წლიანი საექსპლუატაციო პერიოდი გამოარჩევს, ხოლო მისი სამუშაო ტემპერატურა 90-120°C-ია.

,,საქკაბელის’’ მიერ წარმოებულ „სოლარ“ კაბელზე შესაბამისი სერტიფიკატი ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტმა“ გასცა. აღნიშნული ადასტურებს, რომ პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების თუ გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. 

„მსოფლიო მასშტაბით, განახლებადი ენერგიის წილი იზრდება და ენერგიის მზით გამომუშავება განსაკუთრებით აქტუალური ხდება. საქართველოც გლობალურ ტრენდს მიუყვება და მზის პანელებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ქვეყნის ენერგოპოლიტიკის თანახმად, 2030 წლისთვის, საქართველოს ენერგიის 35% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ საწარმოო ხაზის გაფართოება და მომხმარებლისთვის „სოლარ“ კაბელის შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქსელის საიმედოობისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

წარმოებისა და ტესტირების პროცესში ევროპიდან მოწვეული ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას. სამუშაო ჯგუფმა მანქანა-დანადგარების, კაბელის მახასიათებლებისა და გამოყენებული ნედლეულის წარმოების სრული ციკლი დეტალურად შეისწავლა.

ჩვენს მიერ წარმოებული „სოლარ“ კაბელის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას გამოყენებული იტალიური საიზოლაციო მასალა წარმოადგენს, რომელიც ამერიკული წარმოების მღრღნელებისგან საწინააღმდეგო დანამატს შეიცავს. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს.  მოგეხსენებათ, გასულ თვეს ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გამართულ ,,ამპერის’’ საერთაშორისო გამოფენაზე წარვადგინეთ ჩვენი პროდუქცია, მათ შორის ,,სოლარ’’ კაბელი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

გვეამაყება, რომ საქართველოში წარმოებული, ევროპული სტანდარტის პროდუქციით, გვეძლევა შესაძლებლობა არა მხოლოდ შევამციროთ ,,სოლარ’’ კაბელზე იმპორტი, არამედ ავითვისოთ ახალი საექსპორტო ბაზრები და საერთაშორისო დონეზე გავუწიოთ კონკურენცია საკაბელო ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს’’–  აცხადებს „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი დავით კაპანაძე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები