ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესთვრიშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან ქვეყანაში არსებული ყველა ვირტუალური აქტივების პროვაიდერი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაექვემდებარება.
ვირტუალური აქტივების პროვაიდერები არიან კომპანიები, რომლებიც ეწევიან ვირტუალური აქტივების გაცვლას, შენახვასა და მართვას, ასევე ელექტრონული საფულის სერვისებს.
„გასულ წელს ვირტუალური აქტივების პროვაიდერების მომსახურების შესახებ კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სანქციების დაცვის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. ამ კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკი შეძლებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ვირტუალური აქტივების პროვაიდერებზე კონტროლი განახორციელოს, რაც 1-ელი სექტემბრიდან სავალდებულო გახდება“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება