USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, კომპანია „სქილვილი" გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, კომპანია „სქილვილი" გახდა

2023-07-11 12:16:30

ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „სქილვილი" შეუერთდა, საქართველოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემია, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, პროფესიის ადამიანს, დაინტერესებულს ისეთი პროფესიებით, როგორიცაა პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ აკადემია „სქილვილში" ტექ მიმართულების, ციფრული მარკეტინგის და ხელოვნური ინტელექტის სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს. აკადემიაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა გამოიმუშაონ საჭირო უნარები და შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

სქილვილის საქმიანობა მოიცავს სამ კომპონენტიანი სწავლების უნიკალურ მოდელს. კერძოდ, ტექნიკური ცოდნა, კარიერული ზრუნვა, ნეთვორქინგი - პროფესიული კავშირები.

საგულისხმოა, რომ აკადემიას, 2022 წლიდან, 1500-ზე მეტი სტუდენტი და 30-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს. „სქილვილი" თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

აღსანიშნავია, რომ „სქილვილის" აკადემიას აქვს რეგიონული პროექტები და აქტიურადაა ჩართული მთელი საქართველოს მასშტაბით ერთი მხრივ ტექ და ციფრული განათლების პოპულარიზაციაში და მეორე მხრივ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემაში. მნიშვნელოვანია, რომ აკადემიაში სწავლება ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი კურსი და ნებისმიერი წერტილიდან გაიღრმაოს ცოდნა ან თუნდაც შეიცვალოს პროფესია.

„საქართველოში დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კვალიფიციური კადრებით ბაზრის დაკმაყოფილებაა. კადრების დეფიციტის პრობლემას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის BAG ინდექსის კვლევის მაჩვენებლებიც, შესაბამისად, „სქილვილის" და ზოგადად სასწავლებლებისა და აკადემიების აქტიური და ხარისხიანი მუშაობა, მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. წარმატებებს ვუსურვებთ „სქილვილს" ამ უდიდეს საქმეში, რასაც განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება ჰქვია და დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა პროდუქტიული და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები