„საქართველოს ბანკის“ აპლიკაცია, სოციალური მედიების შემდეგ ყველაზე უფრო მეტადაა გავრცელებული, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ აპლიკაციით, 1,3 მილიონი აქტიური მომხმარებელი სარგებლობს.
„საქართველოს ბანკის აპლიკაცია ყველაზე უფრო გავრცელებულია სოციალური მედიების შემდეგ. ვცდილობთ, ამ კუთხით სულ უფრო მეტი და მეტი სერვისები ჩავაშენოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი აქტიური მომხმარებლებისთვის.
„საქართველოს ბანკის“ აპლიკაციას 1,3 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, პოტენციური ინვესტორები საქართველოში ციფრულ სერვისებში ინვესტირებით ინტერესდებიან.
„ციფრული სამთავრობო სერვისების ნაწილში არის შეთავაზება. ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა და ძალიან მოხარული ვიქნებით, რომ ამ მიმართულებით დიდი და გაბედული ნაბიჯები გადაიდგას“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება