USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა" - თემატური დისკუსია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაზე

„საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა" - თემატური დისკუსია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაზე

2024-05-15 18:30:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც წელს სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობს.

 

წლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა პანელი სახელწოდებით: „საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა", რომელზეც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. მან ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რამაც გამოწვევების მიუხედავად, ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის, საერთაშორისო რეიტინგების შენარჩუნებას, სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.  

 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ევროპის რეკომენდაციის და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ალკის დრაკინოსი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, კომპანია „Lineate"-ის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

 

თემატური დისკუსია დაეთმო საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებს, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან დაწყებული მზარდი მრეწველობით დამთავრებული, რომლებიც მზად არიან გლობალური ინვესტიციებისთვის, მათ შორის, ტრანსპორტის, ტექნოლოგიების, ტურიზმისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში. გაიმართა დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდა. როგორც აღინიშნა, 2023 წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობისთვის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები