USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,საირმეში" საწარმოო პროცესი 10%-ით არის აღდგენილი. რას გეგმავს კომპანიის მენჯმენტი

,,საირმეში" საწარმოო პროცესი 10%-ით არის აღდგენილი. რას გეგმავს კომპანიის მენჯმენტი

2023-02-13 19:06:15

,,საირმე მინერალ ვოთერსის“ დასაქმებულების პროტესტის ფონზე ქარხანა მუშაობის გაგრძელებას ცდილობს, თუმცა სამუშაო ძალა რეალურად არ ჰყავს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს გაერთიანებული პროფკავშირებიდან აცნობეს.

 

 

,,საირმეს" დირექტორის მოადგილის ლევან კასრაძის მიერ ონლაინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქარხანას მუშაობა არ შეუჩერებია, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე სიყალბედ აფასებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საწარმო 10%-ზე მეტად დატვირთული არ არის, რაც ფაქტობრივად პარალიზებას ნიშნავს.  ამასთან, დიასამიძე ამბობს, რომ ამჟამად ქარხანაში საწარმოო საქმიანობას აგრძელებენ ადამიანები, რომლებიც ქარხნის ხელმძღვანელებმა გარედან შემოიყვანეს და მათ გაფიცული მუშების ჩანაცვლების არანაირი რესურსი არ აქვთ.

,,კომპანიამ თავისი ნათესავ-ახლობლები მოიყვანა ქარხანაში და ამ ძალით ცდილობს 8-ლიტრიანი ბოთლებში წყლის  ჩამოსხმას. სხვას ვერაფერს აკეთებენ, გარედან შემოყვანილი პირები პროფესიულ უნარს მოკლებული არიან  და არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ გაფიცული თანამშრომლები ჩაანაცვლონ. მაქსიმუმ, შესაძლოა 10%-ით იყოს საწარმო დატვირთული, ისიც დიდი წვალებით , ამაზე მეტს ვერაფერს ახერხებენ. ამ ეტაპზე არაფერი შეცვლილა, გაფიცულების მოთხოვნები იგივეა, რაც შრომის ანაზღაურების ზრდას  და შრომითი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. მხარს ვუჭერთ და ბოლომდე დავიცავთ გაფიცულების ინტერესებს და სამართლიანობის მიღწევაში დავეხმარებით", - აცხადებს Business Insider-თან გიორგი დიასამიძე.

შეგახსენებთ, რომ ქარხანაში დასაქმებულები 13 თებერვლის დილის 9:00 საათიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ.

,,პროფკავშირების" ინფორმაციით, ,,საირმეში"  შრომის მძიმე პირობები იყო, ამასთან, დასაქმებულების ხელფასი არ შეესაბამებოდა გაწეულ შრომას,  რამაც პროტესტი გამოიწვია.

გაფიცვის დაწყებიდან რამდენიმე საათში  კომპანიის წარმომადგენელმა ონლაინ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მზად არიან, კონსტრუქციული წინადადებები განხილვისა და ანალიზისთვის ღიად მოისმინონ.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვს შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.

,,გაერთიანებული პროფკავშირების"  ინფორმაციით, გაფიცვა უვადოა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები