USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთო მოგების მარჟა თბილისის დეველოპერულ პროექტებში საშუალოდ 36%-ია - სებ

საერთო მოგების მარჟა თბილისის დეველოპერულ პროექტებში საშუალოდ 36%-ია - სებ

2023-02-22 18:14:58

საერთო მოგების მარჟა თბილისის დეველოპერულ პროექტებში საშუალოდ 36%-ია, - ნათქვამია მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. 

მიმოხილვის თანახმად, საშუალოზე მაღალი მოგების მარჟა საბურთალოზე, ვაკესა და ისანი/სამგორი/ვარკეთილის უბნებშია, თუმცა საშუალოს მეტად ჩამორჩება ლისი და გლდანი-მუხიანი;

საერთო მოგების მარჟა თბილისის დეველოპელურ პროექტებში - წყარო: სებ

საბურთალო - 41%;

ვაკე - 38%;

ისანი-სამგორი -38%;

ბაგები -36%, 

დიდუბე-ნაძალადევი -35%;

კრწანისი - 29%;

ლისი - 25%;

გლდანი-მუხიანი - 18%. 

„უზარალობის ფასი ყველაზე მაღალი ვაკეშია, მიუხედავად ამისა ამ უბანში ყველაზე მაღალი სარეალიზაციო ფასის წყალობით ერთ-ერთი უმაღლესი საერთო მოგების მარჟაა“,- ნათქვამია მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები