USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სააღდგომო ტურებზე მოთხოვნა შემცირდა - ტუროპერატორები

სააღდგომო ტურებზე მოთხოვნა შემცირდა - ტუროპერატორები

2023-04-05 15:00:48

წმინდა მიწაზე მოსახვედრად სააღდგომო ტურებზე წელს დიდი მოთხოვნა არ ფიქსირდება. როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, ზოგადად ისრაელზე მოთხოვნა სულ არის, მაგრამ სააღდგომოდ რაიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნის ზრდა არ დაფიქსირებულა. 

„ისრაელის მიმართულებაზე ჩვენი კომპანიის შემთხვევაში მოთხოვნა სტაბილურად სულ არის. ეს ეხება ინდივიდუალურ ტურებს, რადგანაც ჯგუფურ ტურებს ჩვენ არ ვაკეთებთ, რადგან საზღვარზე შესვლაზე რისკებია და დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება. თუმცა ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება ამ ჯგუფურ ტურზე, რადგანაც საუბარში სულ აღნიშნავენ, რომ ურჩევნიათ ჯგუფური ტური, ანუ გაემგზავრონ კონკრეტული გეგმით, რომ  უფრო მეტი ადგილი ნახონ. ალბათ ერთ დღესაც გავრისკავთ, რომ ჯგუფური ტური გამოვაცხადოთ“, - აცხადებს Business Insider Georgia-თან ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელი ნინო წიკლაური.

მისივე თქმით, ისრაელში ტურისტულ სერვისებზე ფასები საკმაოდაა გაზრდილი. 

„ფასები საკმაოდაა მომატებული. სულ მცირე 20%-ითაა გაძვირებული სერვისი ადგილზე. რაც შეეხება ავიაბილეთებს დაახლოებით იგივე რაც 2022 წელს იყო. ისრაელში გაძვირებულია სასტუმრო და სატრანსპორტო მომსახურება“, - აცხადებს წიკლაური და Go Tour-ის გაყიდვების მაგალითზე ამბობს, რომ 7 დღიანი სააღდგომო ტურის ღირებულება  $1500 ფარგლებშია. ფასში შედის ბილეთი, განთავსება და ექსკურსიები. ამ ხარჯში კი ბილეთის ფასი $300-450 ფარგლებშია. 

ტურისტული კომპანია „ავიაქსელის“ დამფუძნებელი ამირან აბესაძე აღნიშნავს, რომ წელს ისრაელის მიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნა დღის წესრიგში არ დამდგარა, რადგან სააღდგომო ტურებზე მოთხოვნის ზრდა არ დაფიქსირებულა.

„ისრაელის მიმართულებაზე მოთხოვნა არის როგორც ადგილობრივ ასევე ჯგუფურ ტურებზე. უბრალოდ ისრაელში სასტუმროს დაჯავშნა უკვე პრობლემებია, რადგან სააღდგომოდ ბევრი ჩადის და უკვე ადგილების დეფიციტია. სააღდგომოდ თუ დიდი მოთხოვნა იქნებოდა გვინდოდა ჩარტერი გაეკეთებინა, მაგრამ ასეთი ნაკადი არ არის“, - აცხადებს აბესაძე. 

მისი თქმით, „ავიაქსელის“ მომხმარებლები უპირატესობას 3-4 დღიან სააღდგომო ტურებს ანიჭებენ, რომელთა ფასიც დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდა და ამ ტურის საშუალო ღირებულება $1000-1200-ია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები