ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს გაზრდილი მიმართულებებით და სიხშირეებით ხვდება. როგორც კომპანიაში განუმარტავენ, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Georgian Wings-ი შეასრულებს როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ ფრენებს.
Georgian Wings-ი ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს შეასრულებს პრაღის, კიშინაუს, ბაქოს მიმართულებით. ასევე უკვე დამტკიცებულია ჩარტერული ფრენების პროგრამა თეირანის და შარმ ელ შეიხის მიმართულებით.
თუმცა როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და ზაფხულის განმავლობაში ავიაკომპანია ახალ მიმართულებებს აუცილებლად დაამატებს.
დღეს დამტკიცებული განრიგის თანახმად, Georgian Wings-ი თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაზე კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს.
რაც შეეხება თბილისი-კიშანაუ-თბილისის მიმართულებას, Georgian Wings-ი რეისებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. რეისები ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.
თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი Georgian Wings-ი ფრენებს 7 მაისიდან კვირაში 2 სიხშირით, ანუ ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს.
ჩარტერული ფრენების პროგრამა კი მოიცავს ფრენებს თბილისი-თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე და ასევე თბილისი-შარმ ელ შეიხი-თბილისის საჰაერო ხაზზე. თეირანის მიმართულებით Georgian Wings-ი ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს და ფრენები შესრულდება ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. ხოლო შარმ ელ შეიხის მიმართულებაზე Georgian Wings-ი კვირაში 1 სიხშირით იოპერირებს და ფრენები ყოველ კვირა დღეს სრულდება.
შესაბამისად ამ დროისათვის გაწერილი განრიგის მიხედვით Georgian Wings-ი კვირაში 12 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისათვის 2 Boeing-ით ოპერირებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება