USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რაჭაში, ქუვეიტური ინვესტიციით ჰესის მშენებლობის პროექტი გადაიდო

რაჭაში, ქუვეიტური ინვესტიციით ჰესის მშენებლობის პროექტი გადაიდო

2023-02-26 18:02:23

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ Busieness Insaider Georgia-ს განუცხადა, რომ რაჭაში, ქუვეითური ინვესტიციით ჰესის მშენებლობის პროექტი გადაიდო.

„გასულ წელს მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები ერთ-ერთ ჰოლდინგურ კომპანიასთან, რომელსაც ქუვეითური ინვესტიციით, რაჭაში 36 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა აეშენებინა. თუმცა სამწუხაროდ აღნიშნული პროცესი რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე შეჩერდა“, - ამბობს დავით ცირდავა.

მისივე თქმით, 2023 წელს მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა ამ პროცესს თან დაერთო თურქეთში მომხდარი მიწისძვრა.

„თურქულმა კომპანიებმა გამოაცხადეს ერთგვარი მორატორიუმი. შეაჩერეს ყოველგვარი აქტივობები და რესურსები მაქსიმალურად კატასტროფის ლოკაციებისკენ მიმართეს, რათა სწრაფად შეძლონ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა“, - აღნიშნა ცირდავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები