USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებით ხვდება „ლოპოტა სპა რეზორტი“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს

რა სიახლეებით ხვდება „ლოპოტა სპა რეზორტი“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს

2023-04-02 23:56:43

მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონს „ლოპოტა სპა რეზორტი“ განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. როგორც Business Insider Georgia-თან საუბრისას „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა განაცხადა, რეზორტის ტერიტორიაზე ამ დროისთვის კორპუსების რენოვაცია მიმდინარეობს და ზაფხულის სეზონზე ყველა ძველი კორპუსის რენოვაცია უკვე დასრულებული იქნება.

„გასულ წელს 5 კორპუსს სრული რედიზაინი და განახლება ჩავუტარეთ და ამას დაემატება დარჩენილი კორპუსებიც. ამ სეზონზე ახალი კორპუსების გახსნა არ იგეგმება, თუმცა მიმდინარეობს მშენებლობები და დარჩენილი პროექტები 2024 წელს დასრულებას“, - განმარტავს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი.

„ლოპოტა სპა რეზორტს“ ამ დროისათვის ერთდროულად 500-მდე სტუმრის მიღება შეუძლია, ხოლო 2024 წლიდან კი 700 სტუმრის მასპინძლობა შეეძლება.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, რომლებიც ტურისტული ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზეა განთავსებული, განახლებული მენიუებით მიიღებს სტუმრებს. 

„გვაქვს 231 ნომერი, აქედან 29 ამ წუთებში რენოვაციაზეა და მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის გაიხსნება.

რაც შეეხება სტუმრების რაოდენობას, არსებული ნომრებში 500 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი, ხოლო მომავალში (2024 წელს) 75 სასტუმრო ნომერი დაემატება. 

ბოლოს ახალი მე-15-ე კორპუსი 2021 წლის ზაფხულში გავხსენით, რომელიც ტბის პირას მდებარეობს. 
რაც შეეხება კვების ობიექტებს, 2022 წელს გავხსენით აზიურ რესტორანი „იკე“, სადაც სტუმრებს აზიურ, ჩინურ,  იაპონურ, ვიეტნამურ და ტაილანდურ კერძებს ვთავაზობთ. „იკე“ საკმაოდ დიდი სივრცეა, რაც იაპონურად პატარა ტბას ნიშნავს. რესტორანი ახალი ტბის პირასაა და ამიტომ „იკე“ დავარქვით. 

სხვა რესტორნები „შატო ბუერა“, იტალიური „ოვალი“, თუ კახური კუთხე წელს განახლებული მენიუებით იქნება წარმოდგენილი. თუმცა კონცეპტუალურად მუშაობის სტილს არ ვცვლით. ამჟამად ტერიტორიაზე გვაქვს დაინინგი,  3-ჯერადი კვებითი მომსახურება და ასევე გვაქვს 4 სხვადასხვა სახის რესტორანი“,- ამბობს ობიექტს კომერციული დირექტორი. 

„ლოპოტა სპა რეზორტში“ აცხადებენ 2022 წლის სტატისტიკით სტუმრების 60%-ი ადგილობრივი იყო, ხოლო დარჩენილი 40%-ი საერთაშორისო ტურიზმზე მოდიოდა. 

„ლოპოტა სპა რეზორტის“ სერვისებით კი ძირითადად გალფის ქვეყნები, ისრაელი და მეზობელი ქვეყნები ინტერესდებიან.

როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ამბობს, ბოლო დროს ინფლაციის გათვალისწინებით სერვისებზე ფასები გაზარდეს.

„ფასების ზრდა ინფლაციის შესაბამისია. ფასები შესასყიდ პროდუქტებზე და ზოგადად სამომხმარებლო კალათზე იმდენად იზრდება, რომ შესაბამისად სასტუმროები და სხვა ობიექტები იძულებულები ვართ, რომ ამ ტრენდს გავყვეთ და სერვისზე ფასი გავზარდოთ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დოლარის გაცვლითი კურსი ძალიან დაბალია ახლა, ლარში ფასები დიდად არ შეიცვლება“, - ამბობს მაკა ღლიღვაშვილი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები