USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს ღამისთევა weekend-ზე კახეთის სასტუმროებში

რა ღირს ღამისთევა weekend-ზე კახეთის სასტუმროებში

2023-04-08 17:00:37

რამდენიმე კვირაში ზაფხული დადგება და შაბათ-კვრას დასვენების მოყვარული ოჯახებისთვის იდეალური დრო დგება.

თბილისში მცხოვრები მოსახლეობისთვის კი ერთ-ერთი იდეალური მიმართულება ე.წ. weekend-ტურები და კახეთის მიმართულებაა.

​იმისათვის, რომ გაგვეგო რა ღორს დასვენება კახეთში weekend-ზე Booking-ის ვეწვიეთ და ასე დავადგინეთ, რომ მაისის პირველ შაბათ კვირას ანუ 6-7 მაისს (6 მაისს სასტუმროში შესვლა 7 მაისს გამოსვლა)  ყველაზე იაფი სასტუმრო Hotel Classic-შია რომელიც თელავში მდებარეობს და ორი პერსონის სასტუმრო ნომერში განთავსება 16 დოლარია.

  • Hotel Classic (თელავი) - 16 დოლარი 
  • wine valley (უდაბნო) - 21 დოლარი
  • Hotel Tedi (ყვარელი) - 24 დოლარი
  • Telavi Host Guesthouse (თელავი) - 24 დოლარი
  • White House in Kakheti Eniseli (გრემი) - 25 დოლარი

 რაც შეეხება მაღალი კლასის სასტუმროებს, რომლებიც კახეთში მრავლადაა, განთავსება ყველაზე მაღალ ფასებში Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-შია, სადაც 6-7 მაისს ორ პერსონაზე ღამისთევის ტარიფი 435 დოლარია.

ტოპ-5 სასტუმრო კახეთში, სადაც განთავსება ყველაზე ძვირია:

  • Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel- 435 დოლარი
  • Lopota Lake Resort & Spa - 279 დოლარი
  • Akhasheni Wine Resort & Spa - 195 დოლარი
  • Ambassadori Kachreti Golf Resort - 186 დოლარი
  • Chateau Artwine - 178 დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები