USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს მაკულატურა და როგორ მუშაობს გამოძახების სერვისი  - mymakulatura.ge

რა ღირს მაკულატურა და როგორ მუშაობს გამოძახების სერვისი - mymakulatura.ge

2023-04-05 19:00:22

კომპანია mymakulatura.ge ყოველ თვიურად 200 ტონა მაკულატურას იბარებს. კომპანიის მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ აქტიური სარეკლამო კამპანიის ხარჯზე მაკულატურის მიღებას, გადამუშავებასა და შესაბამისი კომპანიებისთვის მიწოდების მაჩვენებელს გაზრდის.

„მაკულატურის რეალიზაციის მსურველებთან მივდივართ სასურველ მისამართზე და ვემსახურებით. ადგილზე ხდება მაკულატურის აწონვა და შემდგომ ანგარიშსწორება. რაც შეეხება ტარიფებს, როდესაც 100 კგ-ზე ნაკლები გაქვთ 1 კგ-ს ვიბარებთ 22 თეთრად. მაგრამ როდესაც წინა 100 კგ-ზე მეტია, მაშინ 1 კგ მაკულატურას 27 თეთრად ვიბარებთ. თუ წონა 150 კგ-მდეა მაშინ 1 კგ მაკულატურის ჩაბარების ფასი 30 თეთრია 200 კგ-მდე კი 1 კგ მაკულატურის ფასი 35 თეთრია, 300 კგ-მდე შემთხვევაში კგ-ზე 37 თეთრი, ხოლო 400 კგ-მდე მაკულატურაზე 40 თეთრი (1 კგ).

ეს ტარიფები არის ერთჯერად გამოძახებებზე. როდესაც მომდევნო გამოძახება ხდება უკვე ტარიფი 40 თეთრია, თუნდაც მაკულატურის საერთო წონა 50 კგ-ს შეადგენდეს. თუ მაკულატურა ტონაზე მეტია, მაშინ 43 თეთრს ვუხდით. თუ რამდენიმე ტონაა 1-კგ-ზე ტარიფი 45 თეთრია. ანუ მოტივაციას ვუქმნით ადამიანებს, რომ არ გადაყარონ ქაღალდი და ჩაგვაბარონ“, - აცხადებს mymakulatura.ge-ს დამფუძნებელი ამირან ცირდავა.

მისი განმარტებით, mymakulatura.ge-ს მეშვეობით მარაგდებიან ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხნები. დღეისათვის ქვეყანაში 4 მოქმედი საწარმოა და მაკულატურას mymakulatura.ge აწვდის.

როგორც mymakulatura.ge-ს დამფუძნებელი აცხადებს, კომპანია მაკულატურას კორპორაციული შეკვეთებითაც იღებს და ასევე გამოცხადებულ ტრენერებშიც აქტიურად მონაწილეობს, რის საფუძველზე mymakulatura.ge-ს კლიენტები არიან ბანკები და სახელმწიფო უწყებები. 

Business Insider Georgia-ს კითხვაზე, რამდენად მომგებიანია საქართველოში მაკულატურის შეგროვება/გადამუშავება mymakulatura.ge-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქარხნები გადამუშავებულ 1 კგ-მაკულატურაზე 60-70 თეთრს იხდიან.

ცირდავა ამბობს, რომ სამუშაო პროცესში თავადაც აქტიურადაა ჩართული და ცდილობს, რომ მისი ბიზნესი კიდევ უფრო განვითარდეს, რომელიც 12 წლის უკან მხოლოდ 100 ლარით დაიწყო, შემდეგ კი. წლების განმავლობაში გაფართოება და კომპანიის ჩამოყალიბება მოახერხა.

„ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ვჯობივართ ამ დარგში. ისრაელსაც კი არ აქვს ამ სეგმენტში გამოძახებისა და ადგილზე მომსახურების სერვისი. როდესაც ჩვენი კომპანიის ვებგვერდი იქმნებოდა, ირლანდიიდან Google-ს წარმომადგენლებმა წერილი მოგვწერეს, რომ „გაოცებული ვართ, ყოფილი სსრკ-ს ქვეყანა ხართ და ასეთი ტიპის მომსახურება და სერვისი გაქვთო“, - აცხადებს ცირდავა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები