USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ხდება „საირმის“ თანამშრომლების გაფიცვის მე-11 დღეს?

რა ხდება „საირმის“ თანამშრომლების გაფიცვის მე-11 დღეს?

2023-02-23 09:26:37

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე დასაქმებულთა უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

„აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მიერ ორგანიზებული გაფიცვის მე-11 დღეს „საირმე მინერალ ვოთერსი კვლავ სრულად პარალიზებულია.  არ მუშაობს. საირმის წყალი რომელსაც ჩვენი ქვეყანა და მისი უნიკალური ბუნება გვაძლევს მდინარეში იღვრება. „საირმე“ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. 26 თებერვალს 14:00 საათზე გაფიცულთა მხარდასაჭერად გელოდებით საირმეში“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის Facebook- ზე გავცელდა. 

შეგახსენებთ, რომ „საირმის“ თანამშრომლები 12 თებერვალს უვადოდ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები