USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გეგმები აქვს სამკაულების საერთაშორისო ბრენდ Eshvi -ს საქართველოს ბაზარზე

რა გეგმები აქვს სამკაულების საერთაშორისო ბრენდ Eshvi -ს საქართველოს ბაზარზე

2023-02-24 23:02:14

Eshvi ქართულ ბაზარზე გაფართოებას გეგმავს.  ქართველების მიერ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამასთან,  ახალ პროექტებზე მუშაობას აგრძელებს.  Birthstone 12 Eshvi-ს მორიგი კოლექციაა, რომელიც ფერების სიუხვით, ორიგინალური და საინტერესო ნამუშევრებით გამოირჩევა.

საერთაშორისო საიუველირო  კომპანია  მსოფლიო ტენდენციებს მიჰყვება და  ქართველ მომხმარებლებშიც ძალიან პოპულარულია.

როგორც კომპანიის გაყიდვებისა და ბრენდის ხელმძღვანელი ქეთა სიორიძე Businness  Insider Georgia-სთან საუბარში ამბობს, Birthstone 12  განსხვავებული ფერის მიხედვითა და ამდენივე სხვადასხვა ქვით დამზადებული, აბრეშუმისებრ სამაჯურზეა აწყობილი. რიცხვი წელიწადის თვეებს გამოხატავს, ხოლო სასურველი სამკაული არა მხოლოდ გემოვნებით, არამედ დაბადების თვის მიხედვით შეირჩევა.  ეს იმისთვის, რომ სამკაულთან მფლობელს უფრო მეტი პერსონალური ბმა ჰქონდეს, ვიდრე უბრალოდ სამკაულის ტარებაა.

ყველა თვეს თავისი მნიშვნელობა აქვს და თითოეული მათგანი ინდივიდუალურ ენერგიას ატარებს. მაგალითად, იანვარი ახალი ენერგიის დამუხტვასთან ასოცირდება. მოწითალო და მობროწეულისფრო ფერები დამცავ ძალას ატარებს და თქვენი ჩაკრების გაცოცხლებაზე მუშაობს, იზიდავს სიყვარულს, ერთგულებასა და შთაგონებას.თებერვლისთვის გამოყენებულია ამეთვისტო ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლების უნარით გამოირჩევა და შეუძლია გააძლიეროს აურის განწმენდის პროცესი, მარტი ქვა აკვამარინი თავის მფლობელს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება და ა.შ., ყველა ქვისა და სამკაულის მისია განსაკუთრებულია.

კომპანია 2012 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა და მალევე მიიპყრო მოდის სამყაროს წარმომადგენელთა ყურადღება.

 ,,ბრენდი დიდ ბრიტანეთში დაფუძნდა, სადაც არის ჩვენი მთავარი ოფისი, ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის, მათ შორის არის საქართველო, სადაც უშუალოდ პოპაპ მარაზიები გვაქვს გახსნილი - ,,სითი მოლსა“ და ,,გალერია თბილისში“.  საქართველოს ბაზარზე 2020 წელს პანდემიისას შემოვედით, რაც გარკვეულ რისკს უკავშირდებოდა, მაგრამ ჩვენმა იდეამ გაამართლა და ქართველმა მომხმარებელმა ძალიან  კარგად მიგვიღო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი, დღესაც ბრენდის ერთგული გულშემატკივრები არიან. დამზადებული სამკაულების 99% მოოქროვილი ვერცხლია. მართალია, ბაზარზე დიდი არჩევანია, მაგრამ ჩვენს ბრენდს გამოარჩევს  სამკაულების დიზაინი, ფასი, ხარისხი, მომსახურება და შეფუთვა, რაც სტაბილურობისა და წარმატების შენარჩუნებაში ძალიან გვეხმარება“.

,,ქართულ ბაზარზე შემოსვლამდე  Eshvi სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მაღაზიებში იყო წარმოდგენილი. გვყავს ექსკლუზიური ბაიერები მსოფლიოს მასშტაბით სადაც აქტიურად მიმდინარეობს გაყიდვები. საქართველოში უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ გაფართოებას. ვფიქრობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი სივრცე, სადაც სხვადასხვა სერვისით შეძლებენ სარგებლობას. ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით", - ამბობს ქეთა სიორიძე Business Insider Georgia-თან საუბრისას.

რაც შეეხება ღირებულებას, Eshvi-ს სამკაულების მინიმალური ღირებულებაა ქართულ ბაზარზე 55 ლარია და მაქსიმალური 1300 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მოდის ბაზარზე Eshvi  ძალიან პოპულარული ბრენდია, რომლის შესახებაც წერენ  წამყვანი მოდის ჟურნალები: VOGUE, ELLE, HARPERS BAZAAR, L’OFFICIEL და ასე შემდეგ.

თბილისში მდებარე Eshvi-ს ორივე ფილიალში 6 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები