მშენებლობის ინდექსის ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ხელფასები და სამშენებლო მასალებია, მიუხედავად იმისა რომ ტრანსპორტირება და მანქანადანადგარები უფრო მეტად გაძვირდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
სექტემბერთან შედარებით მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯებია შემცირებული; თუმცა ის ვერ აკომპენსირებს სხვა ტიპის ხარჯების მაღალ ზრდას და ოქტომბერში ინდექსმა მაქსიმუმს, 108.2-ს მიაღწია;
ინდექსში გამოყენებული წონები ასე ნაწილდება:
სამშენებლო მასალები - 57%;
ხელფასები - 22%;
ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია - 10%;
სხვა ხარჯები - 6%;
მანქანა-დანადგარები - 5%;
ამასთან, TOP 5 ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორს შორის, მშენაბლობა მესამეა, სადაც ანაზღაურებამ 2022 წლის მე-3 კვარტალში 2 305 ლარი შეადგინა.
„მშენებლობის დასაქმებულთა სექტორში ხელფასი მზარდია დოლარშიც, მიუხედავად იმისა რომ ლარის კურსი მყარდება ზრდა არის ლარშიც, რაც სტიმულს ქმნის დეველოპერებისთვის გაზარდონ ფასი უძრავ ქონებაზე; ზრდის ტემპი (2016-2022) მზარდია დოლარში, კლებადი ლარში, რაც უძრავ ქონებაზე დოლარში გამოსახული ფასის ზრდის ერთ-ერთი საფუძველია; დეველოპერებისთვის მუშახელი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია საქართველოში და მათზე გადახდილი საშუალო ხელფასით ის მხოლოდ ინფორმაცია/კომუნიკაციის და საფინანსო/სადაზღვევო საქმიანობებს ჩამორჩება“, - ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი