საბერძნეთის, რუმინეთის, გერმანიისა და დანიის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე „ტიფლისტექსი“ კიდევ ერთ საექსპორტო მიმართულებას აითვისებს.
ქართული წინდების მწარმოებელი ცნობილი საწარმო პროდუქციას უკვე იტალიაშიც ყიდის.
დღეს, როდესაც მუდმივად არის საუბარი, რომ ბიზნესს ევროკავშირის ბაზრებზე თავის დამკვიდრება უჭირს, „ტიფლისტექსის“ საქმიანობა ერთ-ერთი მაგალითია, თუ რამდენად წარმატებით შეიძლება გამოიყენოს კომპანიამ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა და წამყვანი ქვეყნების ბაზრებზე გამორჩეული ნიშა დაიკავოს.
როგორც კომპანიის ექსპორტ-მენეჯერი გიორგი გობეჯიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, „ტიფლისტექსის“ საექსპორტო არეალი ყოველწლიურად, სულ მცირე თითო ქვეყნით იზრდება. „ტიფლისტექსის“ სამიზნე ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც წარმოებული პროდუქციის 60-70% გადის. დანარჩენი 30-40% - ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-იანი ზრდა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში. ამას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორი. გარდა იმისა, რომ ცნობადობა იზრდება, „ტიფლისტექსის“ საწარმო არის ევროკავშირის სტანდარტით აშენებული, რაც დამკვეთებში დიდ ნდობას იწვევს.
ასევე თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროკავშირთან და ლოგისტიკაც გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით უფრო ხელსაყრელია“, - ამბობს გიორგი გობეჯიშვილი.
ცნობისთვის, „ტიფლისტექსი“ წინდების პირველი საწარმოა საქართველოში. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კომპანია 5 წელია ოპერირებს.
საწარმოს აქვს რესურსი, რომ წლიურად 4 მილიონი წყვილი წინა აწარმოოს.ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 2 მილიონს შეადგენს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი