USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული მარწყვი შესაძლოა, დუბაის ბაზარზე გავიდეს - „აგროსფეისი“

ქართული მარწყვი შესაძლოა, დუბაის ბაზარზე გავიდეს - „აგროსფეისი“

2023-03-22 17:00:10

„დუბაიში ვაპირებთ მარწყვის ექსპორტს, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი  არ არის. მოლაპარაკების პროცესში ვართ, დეტალები ზუსტდება და  პერსპექტივაც უფრო რეალურად გამოჩნდება“, - ამბობს კომპანია „აგროსფეისის“ დამფუძნებელი, მეწარმე  თენგიზ  სალუქვაძე Business Insider Georgia- თან.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე მარწყვის მიმართ მოთხოვნა მზარდია, დიდი პრობლემაა არაჯანსაღი კონკურენციის გამო.

სალუქვაძის თქმით, თურქეთიდან იაფად შემოდის მარწყვი, რომელსაც ქართული პროდუქტი ფასის მხრივ კონკურენციას ვერ უწევს. შესაბამისად, კომპანიას ორიენტირი ექსპორტზე აქვს აღებული. სავარაუდოდ პირველი ქვეყანა დუბაი იქნება, სადაც „აგროსფეისის“ პროდუქტი შევა.

მანამდე „აგროსფეისის“ მარწყვი ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება.

ცნობისთვის,  კომპანია ,,აგროსფეისმა“ ოპერირება 2020 წელს  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში დაიწყო.

სასათბურე მეურნეობა 5 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და წლიურად, 40 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი.

კომპანია სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი აგროსესხის“ ბენეფიციარია. ჯამურად, 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სათბურში ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები