გლობალური პროცესების გამო საქართველოში სატრანზიტო გადაზიდვებზე გაზრდილ მოთხოვნას პორტები ვერ აუდიან. ამ მხრივ ფოთის პორტში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა ბათუმის პორტში ტერმინალების დეფიციტის გამო დროდადრო გადაზიდვები ფერხდება.
ამის შესახებ Business Insider Georgia -თან „კავკასიის ავტოიმპორტის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი სურგულაძემ განაცხადა.
„ბათუმის პორტში განსაკუთრებით წლის დასაწყისი იყო რთული - იანვარ-თებერვალი, როცა პორტის ტერიტორიაზე ერთბაშად ბევრი კონტეინერი აღმოჩნდა და გაზრდილ მოთხოვნას ვერ გაუმკლავდა. ამიტომ მოგვიწია კონტეინერების გადატანა ფოთის პორტში, რამაც ფინანსურად ძალიან დაგვაზარალა.
ფოთის პორტი მეტ-ნაკლებად გამართულად მუშაობს. შედარებით მეტი ტერმინალი ფუნქციონირებს და ტვირთნაკადებს უფრო მარტივად აუდის. ბათუმში კი ერთი ტერმინალია, რის გამოც პრობლემა თავს ხშირად იჩენს", - ამბობს გიორგი სურგულაძე Business Insider Georgia -თან.
მისი ინფორმაციით, რეექსპორტზე ბოლო ერთ წელიწადში მოთხოვნა გაორმაგებულია. თუმცა შიდა ბაზარზე სიტუაცია არ იცვლება, უფრო კლების ტენდენციაა. ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წელს საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა.
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ტვირთბრუნვა გაზრდილია როგორც ფოთის, ისე ბათუმის პორტებში. საკონტეინერო ტვირთების მიმართულებით გასულ წელს პორტებში 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კერძოდ, 2013 წელთან შედარებით, ბათუმის პორტებში ტვირთნაკადების ზრდამ 20% შეადგინა, ფოთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 18-ია.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება