ქართული კოსმეტიკური ბრენდის Piel Naturals-ის ყურძნის წიპწის კრემებმა იტალიაში კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარეს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ განაცხადა, ყურძნის წიპწისგან დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები მომხმარებლებში დიდ მოწონებას იმსახურებს და მოთხოვნადია საექსპორტო ბაზრებზე.
„კომპანია Piel Naturals-ი უკვე ქართულ ბაზარზე 8 წელია ოპერირებს. თავიდან, ერთი პროდუქტით დაწყებული საქმე ახლა დაახლოებით 150-მდე პროდუქტს აერთიანებს. პირველი ჩვენი პროდუქტი იყო კაკაოს კარაქი, რომელიც იტალიიდან ჩამოვიტანეთ, ახლა კი ინგრედიენტები უკვე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოგვაქვს და ვცდილობთ, რომ ჩვენს მიმართულებაში ადგილობრივი, უმაღლესი ხარისხის ნაწარმი გამოვიყენოთ. ეს არის ქართული ყურძნის წიპწის მიმართულება - ყურძნის წიპწის ზეთი, სკრაბები და ყურძნის წიპწისგან მიღებული სხვადასხვა პროდუქტები. სწორედ ყურძნის წიპწისგან ვაწარმოებთ პრემიუმ ხაზის ისეთ კოსმეტიკას, რომელსაც სასტუმრო ქსელებს ასევე რითეილ სექტორს ვაწვდით. პროდუქცია იდეალურად გადის ექსპორტზე და დიდი მოწონებაც აქვს. მათ შორის აშშ-ს ელჩი (საუბარია უკვე ყოფილ ელჩზე კელი დეგნანზე) რეკომენდაციას გვიწევს ქვეყნის პრეზიდენტთან და მისი მიერ ჩვენს მიმართ გაკეთებული განცხადება 2023 წელს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეზე იყო: My skin looks faboulous because of your products. ანუ ის არის პირდაპირი ჩვენი მომხმარებელი.
კოსმეტიკური საშუალებების წარმოებას ვახდენთ თბილისში. საამაყოა, რომ ჩვენს კომპანიას აქვს საერთაშორისო ტიპის აკრედიტაცია - ISO სტანდარტი. მუდმივად გავდივართ შესაბამის აუდიტებს და მუდმივად ვინარჩუნებთ მაღალ ხარისხს. ასევე საამაყოა ის ფაქტი, რომ ყურძნის წიპწის კრემებმა გაიარეს კლინიკური ტესტირება იტალიაში და მილანელი დერმატოლოგებს მიერ უმაღლესი ხარისხის შეფასება დაიდო. რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია ჩვენთვის, რადგანაც ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც საერთაშორისო დონეზე კოსმეტიკის მიმართულებით ხმამაღალ სიტყვას ამბობს და საქართველო აცნობს მსოფლიოს კოსმეტიკური დარგით“, - აცხადებს თათუკა ლომაძე.
Piel Naturals-ის დამფუძნებელ ამბობს, რომ Piel Naturals-ის ბრენდით მაღაზია მალე გაიხსნება ქუვეითში.
„ყველა პროდუქტს თავისი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ექსპორტის რითეილ მიმართულება. Piel Naturals-ის პროდუქცია ექსპორტზე გავიდა კატარში და ასევე ქუვეითში. ქუვეითში უკვე იხსნება Piel Naturals-ის მაღაზია, რადგანაც ამ ქვეყანაში ჩვენს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მაღაზია იქნება Piel Naturals-ის ბრენდის, უკვე გაიყიდა ფრანჩაიზი და მალე გაიხსნება მაღაზია. ეს იქნება გალფის ქვეყანაში პირველი ჩვენი მაღაზია“, - ამბობს ლომაძე.
Piel Naturals-ი ადგილობრივ ბაზარზე 10 ლოკაციას ფლობს. კომპანიის გაყიდვები კი მუდმივად იზრდება. ბრენდის დამფუძნებელი აცხადებს, რომ Piel Naturals-ის გაყიდვები ყოველთვის მზარდია და პროცენტულ მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, ადგილობრივი გაყიდვები, რითეილში ყოველწლიურად დაახლოებით 15-20%-ითაა გაზრდილი.
„Piel Naturals-ი ცდილობს, რომ ადგილობრივი ნედლეულის მაქსიმალურად გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების ფეხით აწყობით ყველაზე ინოვაციური ინგრედიენტები მოვიძიოთ, რომელიც მეცნიერების ბოლო თაობის მიერ შექმნილი ინგრედიენტებია და გამოფენილია სხვადასხვა საერთაშორისო ექსპოებზე, სადაც ინტენსიურად დავდივართ. წინა წელს ჩვენი ვიზიტი იყო ბარსელონაში, საიდანაც ისეთი ინგრედიენტები ჩამოვიტანეთ, რომელმაც გაასრულყოფილა ჩვენი 50 SPF-იანი დამცავების ხაზი. მანამდე გვქონდა 30 SPF დამცავები, ახლა უკვე გაქვს 50 SPF, რომელიც იდეალურია და მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება პოვა. პროდუქტი მალე შეიწოვება, არ ტოვებს სითეთრის კვალს და ერთ-ერთი ბესტსელერი პროდუქტი გახდა. აღნიშნული პროდუქტი ბაზარზე დაახლოებით ერთი წელია რაც გამოვიტანეთ.
ბოლოს ვიყავით პარიზის გამოფენაზე, სადაც საერთაშორისო წამყვანი ბრენდების ფორმულატორებთან ერთად Piel-ის ფორმულატორი თამარ ლოლაძე იმყოფებოდა და ამ გამოფენიდან წამოვიღეთ და ჩამოვიტანეთ ისეთი ინგრედიენტები, რომლის ფორმულებში ინტეგრირებაც მიმდინარეობს და რამდენიმე სხვადასხვა ფორმულაზე მუშაობს Piel Naturals-ის გუნდი. მათ შორის არის, უსულფატო და პარაფინო შამპუნების მიმართულება.
ჩვენი კონკურენტული უპირატესობები არის ის, რომ ბრენდი ადგილობრივი წარმოებისაა და მისი დასაქმებულებს 96%-ი ქალები არიან. ბრენდი უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის, ქალების დამოუკიდებლობას. ასევე ბრენდი არის cruelty free, ანუ არ იტესტება ცხოველებზე, ჩვენს მიერ გამოყენებული პროდუქტების 96%-ი არის ვეგანური და ასევე არის უსილიკონო, უპარაფინო, უპარაბენო პროდუქცია, რაც რთულია რომ ერთ ბრენდში იყოს თავმოყრილი. სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. ამას გრძნობს ხალხი და აკეთებს სწორ არჩევანს“, - აცხადებს Piel Naturals-ის დამფუძნებელი.
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია, რომ Piel Naturals-ი არის N 1 ქართული ლიდერი პრემიუმ ბრენდი, რომელიც ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით ვეგანურ პროდუქციას აწარმოებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება