ბრენდმა პირველი ნიმუში 2017 წელს შექმნა კლასიკური, ფერადი საზაფხულო სანდლები და ბოლომდე ამ სტილის ერთგული დარჩა.
როგორც PARKER GEORGIA-ს დამფუძნებლები მარიამ მეტრეველი და ეკატერინე ალანია Business Insider Georgia-თან ამბობენ, საწყის ეტაპზე 100 წყვილი შეიკერა, თუმცა მათზე აქტიური მოთხოვნის გამო, წარმოების გაზრდის აუცილებლობა დადგა.
„სანდლების წარმოება ხუთი წლის წინ დავიწყეთ. თავდაპირველად დარგობრივი ცოდნის ნაკლებობა გვიქმნიდა პრობლემას, თუმცა გვამოძრავებდა იდეა - შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზე იმ დროისათვის არ იყო ხელმისაწდომი. ასეთი იყო სანდლები, ნატურალური მასალისგან დამზადებული ხარისხიანი და ფერადი საზაფხულო აქსესუარი, რომელიც მხოლოდ ძვირადღირებულ ბრენდებში გვხვდებოდა და საშუალო ფასი 200$-ს შეადგენდა.
დასაწყისში მხოლოდ ონლაინ, საკურიერო მომსახურებით იყო შესაძლებელი ჩვენი პროდუქციის შეძენა თუმცა მალევე გაიხსნა პარკერის პირველი შოურუმი და ბრენდი ახალ ეტაპზე გადავიდა აქტიური გაყიდვებით დროთა განმავლობაში ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად მომხმარებლების ნდობა და მოთხოვა იზრდებოდა, რამაც სხვა მოდელების შექმნისკენ გვიბიძგა. მალე სხვადასხვა ასაკსა და სქესსზე მორგებული ფეხსაცმელების წარმოებით გაფართოვდა ბრენდი, რასაც მოთხოვნის შესაბამისად დაემატა ახალი პროდუქტები როგორიცაა წინდები და ტყავის ჩანთები.
ხარისხის გაუმჯობესების მიზნით და მიწოდების გაუმჯობესების შესაბამისად ბრენდი წარმოებას იტალიაში 2019 დან იწყებს.
„გვსურდა შეგვექმნა საუკეთესო პროდუქტი კონკრეტულად იმ მოდელის სეგმენტში რომლის გამოც წარმოება საზღვრებს გარეთ მოგვიწია. სანდლების შემთხვევაში, ამ მხრივ სირთულეს ვაწყდებოდით, რადგან შესაბამისი ტექნიკური ბაზა არ არსებობდა. ადგილზე ვერ ხერხდებოდა ხარისხის გაუმჯობესება, არ არსებული მანქანა-დანადგარების მიზეზით. თუმცა ამ პოზიტიური ინფორმაციის მიღმა არის გამოწვევებიც, რაც კომპანიის ახალგაზრდა მეწარმეებს საწყის ეტაპიდან დღემდე ხვდებათ. განსაკუთრებით კი - პანდემიამ შეაფერხა ბრენდის განვითარება და გაფართოება. სწორედ პანდემიის პერიოდში ჩაიკეტილი საზღვრების გამო, მოწოდება გართულდა. ვფიქრობ, პანდემიარომ არა, ამ ეტაპზე უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა ბრენდის მიერ შემოთავზებული პროდუქცია.
თუმცა მალევე მოვახდინეთ ადაპტირება ახალ გარემოებებთან და ამ ეტაპზე ვაგრძელებთ საქმიანობას. კონკრეტული მოდელები იკერება მხოლოდ იტალიაში, დანარჩენი კი საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე წამოებული პროდუქტი ხელნაკეთია “- ამბობს მარიამ მეტრეველი.
რაც შეეხება ფასებს, PARKER GEORGIA-ს ბრენდის სანდლები 300-700 ლარის ფარგლებში იყიდება.
ტყავის ჩანთები ძირითადად ხელით იკერება, 100%-ით ნატურალურია და მისი ფიქსირებული ღირებულება 195 ლარს შეადგენს.
კომპანიის სამომავლო გეგმები ქართული ბრენდის ქვეშ შექმნილი მოდური ფეხსაცმლის მსოფლიოსთვისგაცნობა და სხვადასხვა წერტილში მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სწორება, რა თქმა უნდა, ევროპისა და ამერიკის ბაზრებზეა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება