„პანდემიის შემდეგ იმპორტირებულ ყვავილებზე ფასები არ გაზრდილა, თუმცა არის წელიწადში რამდენიმე დღე, როცა ფასებს ვერ ვიჭერთ“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Amelie Flowers Shop/ ყვავილების მაღაზია „ამელის“ თანადამფუძნებელმა ნუკა ჩოხელმა განუცხადა.
„8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა და შესაბამისად, იმპორტირებული ყვავილების ფასები გაზრდილია. ჩვენი ფასნამატი კიდევ უფრო მცირდება 8 მარტს. მაგალითად ვარდის ფასი 12 ლარი იქნება. იმდენად გაზრდილია შემოტანის ფასი, რომ მაღალი ფასნამატით ვერ ვაწყენინებთ მომხმარებელს. ვცდილობთ, რომ დავიჭიროთ ზედა ზღვარი. არა მარტო დსთ-ს ქვეყნებში, 8 მარტი აღინიშნება ცენტრალურ ევროპაში. ფასი ამ დღეს იზრდება ყვავილების საერთაშორისო ბაზარზე და ძალიან რთულია ფასის დაჭერა“, - ამბობს „ამელის“ დამფუძნებელი.
მისი თქმით, 8 მარტს, „ამელი“ დაბალი ფასნამატით მუშაობს და ხშირ შემთხვევაში ყვავილების ფასი გარემოვაჭრეებთან უფრო მაღალია.
„სალონური ტიპის მაღაზიებში, რომელსაც აქვს ონლაინ შეკვეთის სერვისი, პირველ ადგილს ვიკავებთ. ასევე ქუჩიდან შემოსული მომხმარებლებით. ჩვენი უშუალო ძირითადი კონკურენტები ის გარე მოვაჭრეები არიან, რომლებიც იგივე ვიზუალის, მაგრამ დაბალი ხარისხის ყვავილს 30-40%-ით უფრო დაბალ ფასში ყიდიან. იმპორტირებული ყვავილის დიდი წილი მოდის გარემოვაჭრეებზე, რომლებიც ორბელიანის მოედანსა და თამარაშვილის ქუჩაზე ვაჭრობენ. ჩვენს პირდაპირ კონკურენტებად არ განვიხილავთ მაღაზიებს, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ონლაინ გაყიდვებში დაბალი დაფარვა აქვთ“, - ამბობს „ამელის“ თანადამფუძნებელი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება