ონლაინ ვაჭრობის სექტორში მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასაყიდი ფასისა თუ პროდუქციის მახასიათებლების შესახებ მომხმარებლის კეთილსინდისიერი ინფორმირება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განცხადა.
„დღეის მდგომარეობით, სულ შემოსულია 151 განაცხადი. 80 საკითხზე საქმის შესწავლა დაწყებულია.
განცხადების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 80% ონლაინ სექტორს უკავია. 1-ელი ნოემბრიდან დღემდე გავაფორმეთ 23 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
რაც შეეხება მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დარღვევის დადასტურებას, ლექვინაძის თქმით, ამ დროისათვის 5 დარღვევა დასტურდება და ხუთივე ონლაინ სექტორში ფიქსირდება.
„აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თუ სააგენტოს გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ ან არაჯეროვნად შესრულდება - მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, ხოლო 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორების ფაქტი დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს“,- ამბობს ლექვინაძე.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი