USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ონლაინ ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე მომართვიანობა საკმაოდ მაღალია  - ირაკლი ლექვინაძე

ონლაინ ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე მომართვიანობა საკმაოდ მაღალია - ირაკლი ლექვინაძე

2023-02-25 00:10:24

ონლაინ ვაჭრობის სექტორში მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასაყიდი ფასისა თუ პროდუქციის მახასიათებლების შესახებ მომხმარებლის კეთილსინდისიერი ინფორმირება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განცხადა. 

„დღეის მდგომარეობით, სულ შემოსულია 151 განაცხადი. 80 საკითხზე საქმის შესწავლა დაწყებულია.

განცხადების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 80% ონლაინ სექტორს უკავია. 1-ელი ნოემბრიდან დღემდე გავაფორმეთ 23 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

რაც შეეხება მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დარღვევის დადასტურებას, ლექვინაძის თქმით, ამ დროისათვის 5 დარღვევა დასტურდება და ხუთივე ონლაინ სექტორში ფიქსირდება.

„აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თუ სააგენტოს გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ ან არაჯეროვნად შესრულდება - მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, ხოლო 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორების ფაქტი დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს“,- ამბობს ლექვინაძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები