USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნარჩენების მართვის მთავარი პრობლემა გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირეა - ასოციაცია

ნარჩენების მართვის მთავარი პრობლემა გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირეა - ასოციაცია

2023-03-02 16:05:56

ნარჩენების მართვის კუთხით ვალდებულებებს ბიზნესი ნორმალურად ასრულებს და არც კანონის აღსრულების მხრივ არის პრობლემა - ასე ეხმაურება ნარჩენების მართვის ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელი ბაკურ ხუნდაძე გადამამუშავებელი კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წარმოება ნედლეულის სიმცირეს განიცდის და კანონის აღსრულების მხრივ პრობლემაა.

„შეიძლება, ნარჩენის ფასში ვერ მორიგდნენ ან სხვა ტიპის დაბრკოლება იყო, ის, რომ ნედლეული არ გვაქვს, ასე ნამდვილად არ არის. ნარჩენი ლიტრი ზეთი რომ ავიღოთ, არ ღვრის, რადგან ფული ღირს. რეგულაციების შემოღების შემდეგ ფასმაც მოიმატა და ყველა კმაყოფილია.

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიო ნაკისრი ვალდებულება კარგად სრულდება, საქართველოში ამ მხრივ თითით საჩვენებელი პროექტია.

საავტომობილო ზეთის შემთხვევაში ნარჩენს ბითუმის მწარმოებლები იბარებენ. არც საბურავების ჩაბარება არის პრობლემა, სულ ახლახან ხუთი ტრაილერი საბურავი ჩავაბარეთ ერთ-ერთ კომპანიას. სუფთა თანამედროვე ტექნოლოგიებია, ნედლეულიც ჯერჯერობით საკმარისია", - ამბობს ბაკურ ხუნდაძე.

მისი ინფორმაციით, ნარჩენი 1 ლიტრი საავტომობილო ზეთის ღირებულება 40-50 თეთრის ფარგლებშია. ნარჩენ საბურავს საწარმოები 2 ლარად ყიდულობენ.

ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ერთადერთი დაბრკოლება, რასაც ბიზნესი აწყდება, ლიცენზირებული გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირეა, რაც დროთა განმავლობაში გამოსწორდება.

„ნარჩენების გადამუშავებას სჭირდება ქარხანა, რის ინფრასტრუქტურა საქართველოში არ არსებობს. საკითხთან დაკავშირებით სხვა მითითება უცხოელი ექსპერტების მხრიდან არ გვაქვს. ალბათ, დროთა განმავლობაში შეიქმნება, რადგან ვალდებულებას ავტომატურად მოჰყვება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაც.

ქარხანა რომც აშენდეს, მისი მასშტაბის ნედლეული არა მარტო საქართველოში, მთელ რეგიონში ვერ მოგროვდება. შესაბამისად, ქარხანა მოგებაზე ვერ გავა, წაგებაზე კი ვამუშავებთ. ანალოგიური ინფრასტრუქტურაა გერმანიაში, მაგრამ იქ მთელი ევროპის ნარჩენი გროვდება და მუშავდება, რაც საკმარისია. ჩვენ დიდ მასშტაბზე ვერ გავალთ, რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ", - ამბობს ბაკურ ხუნდაძე Business Insider Georgia- თან.

ხუნდაძის ინფორმაციით, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, სამომავლოდ იგეგმება.

გერმანული სტანდარტის საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონი დოლარია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაცია 2022 წლის 3 მარტს შეიქმნა. ამ ეტაპზე ასოციაციაში 200-მდე წევრია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები