USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობის კანცელარიასთან „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

მთავრობის კანცელარიასთან „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

2023-03-06 10:41:03

დღეს, 12:00 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებში აცხადებენ, რომ პროტესტი გაფიცულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გაფიცულებს 5 მარტის საღამოს კომპანიამ მათი კუთვნილი სახელფასო ანაზღაურებები დაურიცხა და განუცხადა, რომ მათი მოთხოვნები განხილვადია. 

„გაცნობებთ, რომ 5 მარტს, კვირას, გაფიცვის 21-ე დღეს, 20:00 სთ-ზე, გაფიცულ დასაქმებულებს იანვრის ხელფასები დაერიცხათ. მას შემდეგ, რაც გაფიცულებმა მიიღეს კუთვნილი ხელფასი, საწარმოს დირექტორი შეხვდა გაფიცულებს კომპანიის პოზიციების დასაფიქსირებლად.

მოკლედ, კომპანიის წარმომადგენელმა გვაცნობა რომ „გაფიცულთა ყველა მოთხოვნა განხილვადია" .

ჩვენ, დასაქმებულთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, არ ვცვლით პროტესტის ფორმას, მანამ სანამ ყველა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. 6 მარტიდან პროტესტი ორ ლოკაციაზე გაგრძელდება, 12:00 სთ-დან გელოდებით კანცელარიასთან გაფიცულთა მხარდასაჭერად. ერთად დავეხმაროთ ადმინისტრაციას მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება“, - ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ „საირმის“ თანამშრომლები 12 თებერვალს უვადოდ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები