სამშენებლო კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია. თანამშრომლობა Tbilisi Design Festival-ის მხარდაჭერით დაიწყო, რომელიც საქართველოში წელს პირველად გაიმართა. ღონისძიება AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ისახავდა მიზნად.
ამ იდეას სრულად იზიარებს „მეტროპოლი“, რომელიც საერთაშორისო ფესტივალზე საკუთარი სივრცით იყო წარმოდგენილი. საგანგებოდ მოწყობილ ლოკაციაზე მულტიფუნქციური, შემოქმედებითი სივრცე მოეწყო, სადაც ნებისმიერ სტუმარს მუშაობისა და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდა.
მარიამ კარკალაია, „მეტროპოლის“ მარკეტინგის დირექტორი: „ინოვაცია, შემოქმედებითი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება „მეტროპოლისათვის“ უცხო არ არის. სწორედ ეს იდეური და კონცეპტუალური თანხვედრა გახდა პარტნიორობის საფუძველი ჩვენს კომპანიასა და AD BLACK SEA-ს შორის. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში კრეატივის ყველაზე მასშტაბური ფესტივალის პარტნიორები ვართ და ამ თანამშრომლობით ჩვენს წვლილს შევიტანთ შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში. სრულად ვიზიარებთ ფესტივალის მიზნებს - გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, გავიზიაროთ თანამედროვე მსოფლიო გამოცდილება და შევქმნათ ღირებული და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.
რაც შეეხება უშუალოდ Tbilisi Design Festival-ს, რომელიც AD BLACK SEA-ს ინიციატივით გაიმართა, სპეციალურად საერთაშორისო ღონისძიებისათვის მოვაწყვეთ „მეტროპოლის“ სივრცე. ფესტივალის სტუმრების აქტიურობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ჩვენი ლოკაცია კომუნიკაციისა და „ნეთვორქინგისთვის“ ერთ-ერთი მიმზიდველი სივრცე აღმოჩნდა“.
Tbilisi Design Festival-ი AD BLACK SEA-ს ორგანიზებითა და „მეტროპოლის“ პარტნიორობით პირველ მაისს გაიმართა. პროგრამა ლექცია-სემინარებს, პანელურ დისკუსიებსა და ვორკშოპებს მოიცავდა, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები უძღვებოდნენ. ფესტივალის მთავარი სტუმარი კი ორი გრემის მფლობელი, ავსტრალიელი გრაფიკული დიზაინერი, სტეფან ზაგმაისტერი იყო. ხელოვანმა, რომელიც დიზაინის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა.
თბილისური ფესტივალის შემდეგ თანამშრომლობა AD BLACK SEA-სა და „მეტროპოლს“ შორის ბათუმში გაგრძელდება. ღონისძიებას ზღვისპირა ქალაქში, სადაც მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებული ადამიანები ყოველწლიურად იკრიბებიან, „მეტროპოლიც“ გაუწევს პარტნიორობას.
სწორედ ბათუმში მიმდინარეობს „მეტროპოლის“ ერთ-ერთი პროექტის Metropol Oval-ის მშენებლობა, რომელიც საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია, როგორც საუკეთესო პრემიული სასტუმრო საქართველოში.
ქართული დეველოპერული კომპანია ამჟამად სხვადასხვა კონცეფციის ხუთ კომპლექსს აშენებს. პროექტები თბილისსა და ბათუმში ხორციელდება.
---
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება